პირველი ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი ზეინაბ კედია გარდაიცვალა
საზოგადოება - 01:46, 20 Feb, 2016     9156
გასული საუკუნის 20-იანი წლების პირველი ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი ზეინაბ კედია დღეს, პარიზში გარდაიცვალა.

ზეინაბ კედია, პირველი რესპუბლიკის მთავრობაში უშიშროების მინისტრის და ნოე რამიშვილის თანამებრძოლის მექი კედიას ქალიშვილი იყო. როცა კედია გასაბჭოების შემდეგ საქართველოდან წავიდა, მისი ცოლი ზეინაბზე იყო ფეხმძიმედ, ისინი სტამბოლში 4 წელის ცხოვრობდნენ და ზეინაბიც იქ დაიბადა. მას შემდეგ, რაც შეუძლებელი გახდა საქართველოში დაბრუნება, ოჯახი თურქეთიდან პარიზში გაემგზავრა.

ზეინაბ კედიამ საფრანგეთში გაიცნო და იქორწინა ემიგრაციაში მყოფ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელზე ლევან ზურაბიშვილზე, რომელიც ნიკო ნოკოლაძის შვილიშვილი გახლდათ. ზეინაბ კედიას და ლევან ზურაბიშვილის შვილები არიან ოთარ ზურაბიშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი.

ქალბატონი ზეინაბი საქართველოში პირველად მაშინ ჩამოვიდა, როცა მისი ქალიშვილი, სალომე, საფრანგეთში დიპლომატი გახდა. დედა–შვილი ერთად ჩამოვიდნენ ისტორიულ სამშობლოში საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად. ეს იყო 1986 წელს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შედგება თუ არა შეთანხმება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის - პოლიტოლოგების შეფასება
მოსკოვში საჯარო მოხელეებს COVID-19-ის ვაქცინა Спутник V-ს იძულებით უკეთებდნენ - Reuters
გამოძალვა ე.წ "ობშჩიაკისთვის" - ე.წ. "ქურდული სამყაროს" წარმომადგენლები ბრალს არ ეთანხმებიან
კორონავირუსმა კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე იმსხვერპლა
პარლამენტთან "ენმ"-ს წევრი, გიორგი კაპანაძე დააკავეს - მან პოლიციელებს მონა უწოდა
შემზარავი ავარია რუსთავში - დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვები არიან
"1 კვირაა ვიქირავე ბინა, სახლში ვერ წავალ, ოჯახის ექიმი არც კი შემხმიანებია, მინდოდა მე დამერეკა მათ კი არასწორი ნომერი მომცეს... ძალიან სუსტად ვარ" - კოვიდინფიცირებული
პატარა ელენეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - ის უკვე მეორედ ებრძვის ვერაგ დაავადებას, ლეიკემიას
პლებისციტი დროის გაყვანა და "ოცნების" თამაშია - ბესელია
საზარელი ავარია - გორის გვირაბთან 2 ავტომობილი თხრილში გადავარდა
რაც ახლა ხდება, დიდწილად ზურა ჯაფარიძის დამსახურებაა- გოგა ხაჩიძე
საჩხერის კლინიკა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადავიდა
ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია "გირჩის" დაპირისპირებულ მხარეებს შუამავლობას სთავაზობენ - რას პასუხობს შეთავაზებაზე ზურაბ ჯაფარიძე
ტრაპიზონთან მომხდარ ავარიას საქართველოს მოქალაქე , 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42