31 ოქტომბერს შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება
15:15, 31 Oct, 2016     1505

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, პროექტის - “გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესება შავ ზღვაში“ (EMBLAS) წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სპეციალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა შავ ზღვაში განხორციელებული კვლევების შედეგები განიხილეს და მონიტორინგის გაუმჯობესების საკიხებზე იმსჯელეს.

გიგლა აგულაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სააგენტოს ღვაწლმოსილ მეცნიერებს ჯილდოები გადასცა და შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

შეხვედრას სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო სექტორის, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები ესწრებოდნენ.

შავი ზღვის საერთაშორისო დღე 1996 წლიდან აღინიშნება, შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. ქ. სტამბოლში შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა და მათ შორის საქართველომ ხელი მოაწერა შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას, რაც ამ უნიკალური აუზის გარემოს დაცვის, აღდგენის და გონივრული მართვის ეროვნული პასუხისმგებლობას გულისხმობს.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
სასტიკი მკვლელობა – ორი დღის ჩვილს სახრახნისით 100 ჭრილობა მიაყენეს და ხრამში გადააგდეს
მეტეორის ჩამოვარდნის უიშვიათესი კადრები (ვიდეო)
ძალიან მსუქანი ციყვი, რომელიც ჩიზბურგეს შეექცევა – ვიდეომ ინტერნეტსივრცე მოიარა (ვიდეო)
სახლში ჩაკეტილმა 5 და 7 წლის ძმებმა, ბებიის ცხედართან ერთი კვირა გაატარეს
სასტუმრო „ჰარი პოტერის“ სტილში – ადგილი, სადაც გრიფინდორის მოსწავლედ იგრძნობთ თავს (ფოტო)
ქალი, რომელიც ორი წელი დაკარგულად ითვლებოდა, ზღვაში ცოცხალი იპოვეს (ვიდეო)
"ახალ წელს ქმარმა მიღალატა..." - შორენა ბეგაშვილის ახალი გადაცემა და ემოციური მონოლოგი(ვიდეო)
ავტომობილიდან მოსაშარდად გადასულ 4 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა
"დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაცის“ განცხადება - ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებით
"დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ განცხადება მარნეულში სახელისუფლებო პარტიის მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42