
პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტში ეხმაურებიან. საგამომძიებლო ორგანოს თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობისთვის დაკავებულია. საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ტრაგედია, რომელიც თავიდან იქნა აცილებული, გამოიწვევდა როგორც ეკლესიის, ასევე ქვეყნის დესტაბილიზაციას:
„როგორც დასტურდება, ჩვენ, რეალურად გადავრჩით ტრაგედიას, ტრაგედიას, რომელიც არა მხოლოდ ეკლესიის დესტაბილიზაციას, არამედ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციასაც გამოიწვევდა და ეს იქნებოდა ეროვნული ტრაგედია თითოეული ჩვენთაგანისთვის, ეს დანაშაული, რომელიც როგორც ჩანს მთავარი პროკურორის განცხადებიდან იგეგმებოდა, თავიდან იქნა აცილებული სახელისუფლებო გუნდის კოორდინირებული მუშაობის შედეგად“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები
