ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის ფაქტზე 2 მეწარმე დააკავეს
სამართალი - 11:30, 09 Aug, 2017     2327
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში 2 მეწარმე სუბიექტი იქნა მხილებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მეწარმეები, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, კახეთის რეგიონში, კერძოდ თელავსა და ლაგოდეხში მდებარე მათი კუთვნილი აფთიაქებიდან, სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას ახორციელებდნენ. შედეგად, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, სამოქალაქო ბრუნვაში მოექცა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული დიდი ოდენობით მედიკამენტები.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3 წლამდე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს მასშტაბით გამოავლინა ათზე მეტი ობიექტი, სადაც სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევით ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია ხდებოდა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
პარტიიდან წასვლაზე ოფიციალურ გადაწყვეტილებას მელიას გათავისუფლებისა და მასთან კომუნიკაციის შემდეგ მივიღებ - სამადაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიშელთან შეხვედრას დაესწრება
როგორც სალომეს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებიდან გავიგე, მან უკვე დატოვა პარტია - უდუმაშვილი
ოცნებიდან გახარიას გუნდში გადასული დეპუტატები მიშელის დოკუმენტს უერთდებიან
ვწუხვარ, რომ მან ანგარიში არ გაუწია არც თანაგუნდელებს და არც ამომრჩეველს - ხაბეიშვილი სამადაშვილზე
მტკივნეულია, როდესაც სიძულვილის ენის სამიზნე ქალი პოლიტიკოსი ხდება - ბოკუჩავა
გლოვოს კურიერის ფორმაში მოპედით გადაადგილდებოდა - დაქირავებულმა ქილერმა ე.წ. დოლიძის საძმოს წევრი ჩაცხრილა
"ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციასთან ფარული ურთიერთობების გამო რამდენიმე პირი პარტიიდან გარიცხა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თბილისში ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს
რომელ ვაქცინას ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში და რამდენია მისი გაკეთების მსურველი
პოლიტიკური კრიზისის ეტაპი დასრულდა - კახა კალაძე
პარტიებს, რომლებმაც დოკუმენტს ხელი არ მოაწერს, კარლ ჰარცელი დღეს 09:00 საათიდან კვლავ ელოდება
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42