
გავრცელებული ცნობით, მიწისძვრის დროს, ვულკანის ფერდობზე მდებარე ეკლესია დაინგრა, შენობის ნანგრევებში კი ხალხი მოჰყვა.
პოპოკატეპეტლი მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია; მდებარეობს დედაქალაქ მეხიკოდან 65 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 5452 მეტრია.
ბოლო მონაცემებით, მექსიკაში, 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრას 217 ადამიანი ემსხვერპლა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია 248 გარდაცვლილის შესახებ, რომელიც არ დადასტურდა.
გარდაცვლილთა შორის 21 სკოლის მოსწავლეა, რომლებიც სკოლის შენობის ჩამონგრევისას ნანგრევებში მოყვნენ.
მიწისძვრამ ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში ძლიერი ნგრევა მოჰყვა. ეპიცენტრი მეხიკოს მახლობლად მდებარე, შტატ პუებლაში იყო. მოგვიანებით , მოგვიანებით 11 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე მძლავრი 4 მაგნიტუდის იყო.
ყველაზე მეტი მსხვერპლი მორელოსში , მეხიკოსა და პუებლას შტატშია.
ნანგრევებში დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ მაშველები.
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვირაა მეხიკოში 1985 წლის შემდეგ. მაშინ მიწისძვრას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები
