"ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრების შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია" - გრიგორი კარასინი
14:46, 02 Feb, 2018     1722
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა, პრაღაში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წრმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრაზე და რუსულ-ქართული ურთიეთობებზე "ტასსთან" ისაუბრა.


„შეხვედრა, კონსტრუქციულად და ღიად წარიმართა. განვიხილეთ პრაქტიკული საკითხები და ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების ზოგიერთი ასპექტი. როგორც ცნობილია, რჩება პრინციპული ხასიათის პრობლემები საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს პრობლემები საკმაოდ რთულია და უპირველეს ყოფლისა, ისინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არის დაკავშირებული. თუმცა, პრაღაში ჩვენი დისკუსიის საკითხს ეს არ წარმოადგნედა. ამისთვის ჟენევის დისკუსიები არსებობს. ამის შესახებ შემდეგი შეხვედრა მარტში გაიმართება და დეტალურად ვისაუბრებთ.

ერთად შევაჯამეთ 2017 წლის შედეგები და შევთანხმდით, რომ ის საკმაოდ შთამბეჭდავია. მაგალითად, ორმხრივი ვაჭრობა 34%-ით გაიზარდა. ვაჭრობის მოცულობით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი პარტნიორი გახდა - ჩვენ ვყიდულობთ ღვინის პროდუქციის 2/3-ს და მის რეალიზაციას რუსულ ბაზარზე ვახდენთ.

ძალიან კარგი შედეგებია ტრანსპორტის სფეროშიც. ამჟამად, ზემო ლარსის საგუშაგოს გაფართოებზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს პროცედურას და გაზრდის გადამზიდი ტრანსპორტის მოძრაობის რაოდენობას. დადებითი დინამიკა არის საავიაციო მიმოსვლაშიც.

2017 წლის ერთ-ერთი შედეგი გახდა შესამჩნევად გაზრდილი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ტურისტის სტატუსის საქართველოში ჩავიდნენ - გაიზარდა, დაახლოებით 1.4 მილიონი ადამიანით” - განაცხადა კარსინმა.

ისი თქმით, განსაკუთრებული ემოციურობით განიხილეს 2011 წელს გაფორმებული შეთანხმება საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ. მისი თქმით, ქართული და რუსული მხარის მიერ გაკეთებული სხვადასხვა განცხადებები, აღნიშნული დოკუმენტის შინაარსის ინტერპრეტირებას ახდენს

„ მოგვიწია მისი სიტყვასიტყვით განხილვა და შევთანხმდით, როგორიც არ უნდა იყოს ინტერპრეტაციები, მთავარია დოკუმენტით გათვალისწინებული ყველა პუნქტი ზუსტად შესრულდეს“ - აღნიშნა კარასინმა

"ქართული მხარის ინიციატივით ჩვენ მოკლედ ვისაუბრეთ ამ შეთანხმებაზე. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში ექსტრემალური არაფერი ყოფილა, ამ შემთანხმებას ხელი მოეწერა რუსეისა და სამხრეთ სოეთის დდი შეთანხმებს გაფართოებისთვის. ეს მიზნად ისახავს ახალგაზრდა რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებად და არავითარ საფრთხეს არ წარმაოდგენს. ამ სამუშაოს ჩვენ გავაგრძელებთ, განსაკუთრებით საქართველოში ნარო-ს გაატქიურების ფონზე" - განაცხადა კარასინმა.

კარასინმა საქართველო-ნატოს ურთიერთობებზეც ისაუბრა:

ჩვენ ვხედავთ საქართველოში აშშ-ის და ნატოს გააქტიურებას, არ მოვიყვან ციფრებს, მაგრამ მნიშვნელოვნად გააქტიურდა შეიარაღების მიწოდება. ვხედავთ ვაზიანის ტრანსფორმაციას საკმაოდ თანამედროვე საწვრთნელი ცენტრად. ეს იწვევს ჩვენს და ჩვენი მეზობლების შეშფოთებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც შეეხება საქართველოს შესაძლო გაწევრიანებას ალიანსში, მოდი ნუ გავასწრებთ მოვლენებს და ოპტიმისტები ვიყოთ. თავის მხრივ რუსეთი გააგრძელებს მუშაობას იმაზე რომ არარეგიონალური სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები არ მოუახლოვდეს ჩვენს საზღვრებს და არ გაღრმავდეს ის სირთულეები, რომელიც ამის გარეშეც არსებობს ჩვენს მეზობლებთან. რუსეთმა და საქართველომ უნდა განავითარონ ორმხრივი ურთიერთობა და პოზიტიურ დღის წესრიგზე უნდა დაფიქრდნენ" - აცხადებს რუსი დიპლომატი.

გრიგორი კარასინის თქმით, ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენა, სავარაუდოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება.

"ჩვენ არ ვაპირებთ არსებული სიტუაციის მარტივად წარმოჩანსს, ჩვენ ისევ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და მოვლენების განვითარებით თუ ვიმსჯელებთ, ძნელი წარმოსადგენია, რომ დიპლომატიური ურთიერთობა რომელიც 2008 წელს გაწყდა, მალე აღდგეს, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს და მოწოდებული ვართ იმისთვის, რომ რეგიონში არსებული სიტუაციის ღია და ობიექტური შეფასება გავაკეთოთ, მათ შორის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების პრიზმაშიც" - აღნიშნა კარასინმა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ჩვენ კვლავ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დამოუკიდებლობას - ევროპარლამენტარები
თურნავა: ჩვენ თავმდაბალი მთავრობა ვართ, თვითპიარით არ ვართ გატაცებული
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე - სამართალდამცველებმა ZAG-ის თანამშრომლის სახლიდან ლეპტოპები ამოიღეს
"ლელო" დაპატიმრებული ექიმების მხარდასაჭერად
ხუთი ყველაზე საშინელი არაბირთვული აფეთქება მსოფლიოს ისტორიაში
2008 წლის აგვისტოს ომი - მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა ჰააგაში დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანეს
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
თანხა, რომელიც თამარს ანგარიშზე ჰქონდა, სახელფასო ტრანზაქციებია - მიხეილ რამიშვილი
''2008 წლის მოვლენებამდე, რუსეთი საქართველოს მიმართ ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა აგრესიას"- ვიოლა ფონ კრამონი
მოვითხოვეთ, შსს-ს საიტზე არ დაიდოს განცხადებები, თითქოს მხოლოდ სუიციდზე მუშაობენ - რამიშვილი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42