"ყელი გამოჭრა, იბანავა და მერე ანას ოჯახთან ერთად ეძებდა"- თემქაზე მოკლული გოგონას ახლობლები დეტალებზე ყვებიან
14:51, 23 Feb, 2018     37749
თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მეზობლების ინფორმაციით, ბრალდებული 20 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობის შემდეგ, საკუთარ სახლში წავიდა, სისხლიანი ტანსაცმელი გამოიცვალა და შემდეგ მოკლულის მამასთან ერთად ანას ძებნა დაიწყო.

"მამისთვის უთქვამს, ანას მესიჯებს ვწერ, არ მპასუხობს და სად არისო? ოჯახს უთქვამს - როგორ შენ არ გაიყვანეო?! რის შემდეგაც ამ გოგონას შეყვარებული და მამა ერთად ეძებდნენ ანას. როგორც ვიცით, კინოლოგების მიერ შემთხვევის ადგილზე მიყვანილმა ძაღლმა სუნი აიღო და შეყვარებულს მიადგა. გული არ გინდა, ჯერ ყელი გამოჭრა, შემდეგ იბანაო და ვითომც არაფერი, მამასთან ერთად მოძებნას ცდილობდე..."- აცხადებს ანა ნაცვლიშვილის მეზობელი.

მოკლულის ახლობლები პირად საუბარში აცხადებენ, რომ ანა ნაცვლიშვილის შეყვარებულზე ეჭვი თავიდანვე გაჩნდა, რადგან მათი თქმით, სწორედ ლადო გრიგალაშვილმა გაიყვანა გოგონა სახლიდან.

"გამთენიის 05:00 საათზე გაუყვანია და მას მერე ანა არავის უნახავს. პოლიციამ დაკითხა და როგორც ამბობენ, აღიარა, მე გამოვჭერი ყელი ანასო, მოტივი ჩვენთვისაც უცნობია"- აცხადებს მოკლულის ახლობელი.

ანა ნაცვლიშვილის მეგობარი იხსენებს, რომ ლადო გრიგალაშვილი შეყვარებულს სახლში ხშირად აკითხავდა.

„ლადომ დაურეკა მეგობრებს, უთხრა, რომ ანა კონტაქტზე არ გამოდიოდა და მოძებნაში დახმარებოდა. მერე ოჯახშიც მივიდა და მასთან ერთად ეძებდა“, - აცხადებს ერთ-ერთი მეგობარი.

ერთ-ერთი მათგანი კი მიანიშნებს, რომ "გრიგალაშვილი ანას სურვილის მიუხედავად აკითხავდა სახლში და მასთან კონტაქტს ამყარებდა".

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მოკლული გუშინ, გამთენიისას იპოვეს. შს სამინისტრომ მკველობა გუშინვე გახსნა, და განზრახ ჩადელილი მძიმე დანაშაულისთვის ნაცვლიშვილის მეგობარი ბიჭი დააკავა.
ახლობლები ამბობენ, რომ დაკავებული გარდაცვლილის შეყვარებული ლადო გრიგალაშვილია.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები დღემდე განიცდიან ომის შედეგებს - ომბუდსმენი
ჩვენ კვლავ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დამოუკიდებლობას - ევროპარლამენტარები
თურნავა: ჩვენ თავმდაბალი მთავრობა ვართ, თვითპიარით არ ვართ გატაცებული
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე - სამართალდამცველებმა ZAG-ის თანამშრომლის სახლიდან ლეპტოპები ამოიღეს
"ლელო" დაპატიმრებული ექიმების მხარდასაჭერად
ხუთი ყველაზე საშინელი არაბირთვული აფეთქება მსოფლიოს ისტორიაში
2008 წლის აგვისტოს ომი - მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა ჰააგაში დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანეს
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
თანხა, რომელიც თამარს ანგარიშზე ჰქონდა, სახელფასო ტრანზაქციებია - მიხეილ რამიშვილი
''2008 წლის მოვლენებამდე, რუსეთი საქართველოს მიმართ ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა აგრესიას"- ვიოლა ფონ კრამონი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42