პუტინის კრიტიკოსი რუსი ჟურნალისტი მოკლეს - მედიაში მკვლელობის ადგილზე გადაღებული ფოტო და მკვლელის ფოტორობოტი ვრცელდება
10:27, 30 May, 2018     3793
პუტინის კრიტიკოსს, ცნობილ რუს ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოს კიევში, თავის სახლთან ზურგში ესროლეს და ის საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
წინასწარი მონაცემებით, მას ზურგში სამჯერ მაშინ ესროლეს, როცა სურსათის მაღაზიიდან შინ ბრუნდებოდა. დაჭრილი ბაბჩენკო ცოლმა იპოვა ბინის შესასვლელთან. ჟურნალისტი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. კიევის პოლიცია მკვლელობის ორ ვერსიას განიხილავს - ბაბჩენკოს პროფესიულ საქმიანობას და მის სამოქალაქო პოზიციას.

უკრაინის შსს-მ საქმე აღძრა "განზრახ მკვლელობის" მუხლით და გამოაქვეყნა სავარაუდო ბოროტმოქმედის ფოტორობოტი. ​

რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იუწყება, რომ ბაბჩენკო ახლახან წერდა მუქარაზე, რომელიც მან მიიღო "პრეზიდენთან დაახლოებული" გარკვეული პირისგან - თუმცა შემდეგ ეს პოსტი წაშალა.

ბოლო წლებში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კიევში კრემლისთვის მიუღებელ რუს ჟურნალისტს კლავენ. 2016 წელს მანქანაში ააფეთქეს პაველ შერემეტი. ბაბჩენკო უკრაინაში მას მერე გადავიდა საცხოვრებლად, რაც, მისი თქმით, რუსეთში "პოლიტიკური დევნის" მსხვერპლი გახდა.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ჩვენ კვლავ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დამოუკიდებლობას - ევროპარლამენტარები
თურნავა: ჩვენ თავმდაბალი მთავრობა ვართ, თვითპიარით არ ვართ გატაცებული
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე - სამართალდამცველებმა ZAG-ის თანამშრომლის სახლიდან ლეპტოპები ამოიღეს
"ლელო" დაპატიმრებული ექიმების მხარდასაჭერად
ხუთი ყველაზე საშინელი არაბირთვული აფეთქება მსოფლიოს ისტორიაში
2008 წლის აგვისტოს ომი - მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა ჰააგაში დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანეს
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
თანხა, რომელიც თამარს ანგარიშზე ჰქონდა, სახელფასო ტრანზაქციებია - მიხეილ რამიშვილი
''2008 წლის მოვლენებამდე, რუსეთი საქართველოს მიმართ ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა აგრესიას"- ვიოლა ფონ კრამონი
მოვითხოვეთ, შსს-ს საიტზე არ დაიდოს განცხადებები, თითქოს მხოლოდ სუიციდზე მუშაობენ - რამიშვილი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42