განათლების მინისტრი არ გამორიცხავს, რომ 2019 წელს მე-12 კლასში გამოსაშვები გამოცდების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება გადაიხედოს
12:24, 30 Jan, 2019     17955
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი არ გამორიცხავს, რომ 2019 წელს მე-12 კლასში გამოსაშვები გამოცდების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება გადაიხედოს.

"ჩვენ უნდა გავიაროთ კიდევ ბევრი კონსულტაცია, მოსამზადებელია კიდევ ბევრი სამუშაო იგივე საკანონმდებლო დონეზე. ეს რეფორმა რეალურად ძალაში შედის 2020 წლიდან, ამიტომ შეეხო მე-11 კლასს. რაც შეეხება მე-12 კლასს, ეს, რა თქმა უნდა, სამსჯელო საგანია, ექსპერტებთან, იგივე საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. მიზანი ერთადერთი გვაქვს, რომ პირველ რიგში არ დავაზარალოთ რეფორმა, მეორე უკიდურესობა არ უნდა დაგვემართოს. ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, შეიძლება, რეალურად ნეგატიურად აისახოს პროცესზე, ამიტომ მოვახდინეთ წინასწარ სამსჯელოდ ყველა ინფორმაციის გამოტანა. კონსულტაციები გაგრძელდება ექსპეტებთან და კანონმდებლებთან ბევრი ცვლილება დაგვჭირდება ამ პერიოდისთვის. გადაწყვეტილება პირველ რიგში იქნება არა სისტემის დაზიანებისთვის, არამედ გაჯანსაღებისთვის და თუ რაღაც რისკებთან იქნება დაკავშირებული, ჩვენ თითონ ვაჩვენებთ ამ რისკებს" - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ჩვენ კვლავ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დამოუკიდებლობას - ევროპარლამენტარები
თურნავა: ჩვენ თავმდაბალი მთავრობა ვართ, თვითპიარით არ ვართ გატაცებული
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე - სამართალდამცველებმა ZAG-ის თანამშრომლის სახლიდან ლეპტოპები ამოიღეს
"ლელო" დაპატიმრებული ექიმების მხარდასაჭერად
ხუთი ყველაზე საშინელი არაბირთვული აფეთქება მსოფლიოს ისტორიაში
2008 წლის აგვისტოს ომი - მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა ჰააგაში დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანეს
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
თანხა, რომელიც თამარს ანგარიშზე ჰქონდა, სახელფასო ტრანზაქციებია - მიხეილ რამიშვილი
''2008 წლის მოვლენებამდე, რუსეთი საქართველოს მიმართ ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა აგრესიას"- ვიოლა ფონ კრამონი
მოვითხოვეთ, შსს-ს საიტზე არ დაიდოს განცხადებები, თითქოს მხოლოდ სუიციდზე მუშაობენ - რამიშვილი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42