"წნეხი ბიზნესზე პროდუქციაზე ფასების ზრდას გამოიწვევს"- ყიფიანი იმპორტის გადასახადის ვადის 30-დან 5 დღემდე შემცირებაზე
პოლიტიკა - 11:53, 06 Jun, 2019     613
ფინანსთა მინისტრის მიერ 31 მაისს ფარულად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, აქციზის გადამხდელ კომპანიებს იმპორტის გადასახდელის გადახდის ვადა 30-დან 5 დღემდე შეუმცირდა. გადაწყვეტილების თანახმად, სიახლე ეხება ე.წ. "ოქროს სიაში" მყოფ კომპანიებსაც, რომლებიც გარკვეული შეღავათებით სარგებლობდნენ.

როგორც "ნიუპოსტს" ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა განუცხადა, გადაწყვეტილება ბიზნესს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის.

მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება მთავრობას ბიზნესსექტორთან კომუნიკაციის შემდეგ უნდა მიეღო.

"ერთი შეხედვით, როგორც ჩანს ბიზნესისთვის ეს დამატებითი წნეხია. რადგან ამ 30 დღის განმავლობაში ისინი ახერხებდნენ დაკისრებული იმპორტის გადასახადის თანხების მობილიზებას და გადახდას. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით ბიზნესს შეიძლება დაუდგეს "ქეშის" პრობლემა, რაც ბიზნესისთვის მარტივი არ იქნება. მარტივი მაგალითისთვის რომ ვთქვათ, მაგალითად შემოიტანა ადამიანმა 100 000 ლარის ოდენობის საქონელი საქართველოში ისეთი ქვეყნიდან, რომელზეც იმპორტის გადასახადის გადასახადის გადახდა უწევს. ეს ნიშნავს იმას, რომ 5 დღეში მას უნდა ჰქონდეს 100 000 ლარის 12%, რაც არის 12 000 ლარი და თუ ეს თანხა ბიზნესმენს კომპანიის ანგარიშზე არ უდევს, და მისი გათვლა იყო, რომ გადასახადი ერთ თვეში პროდუქციის ამოყიდვის შემდეგ გადაიხდიდა, ახალი გადაწყვეტილებით ამის შესაძლებლობა ბიზნესმენს აღარ ეძლევა. უნდა წავიდეს ბანკში და ისესხოს 12 000 ლარი. რაც ცუდია"- განაცხადა ყიფიანმა.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ბიზნესმენებმა პროდუქცია გააძვირონ.

"გამოიწვევს გაძვირებას, მაგრამ რა მასშტაბის იქნება ეს არის მთავარი ამოცანა. რაღაც ტიპის გაძვირებას აუცილებლად გამოიწვევს, ფასზე აისახება"- თავა ეკონომისტმა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
მოსკოვში საჯარო მოხელეებს COVID-19-ის ვაქცინა Спутник V-ს იძულებით უკეთებდნენ - Reuters
გამოძალვა ე.წ "ობშჩიაკისთვის" - ე.წ. "ქურდული სამყაროს" წარმომადგენლები ბრალს არ ეთანხმებიან
კორონავირუსმა კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე იმსხვერპლა
პარლამენტთან "ენმ"-ს წევრი, გიორგი კაპანაძე დააკავეს - მან პოლიციელებს მონა უწოდა
შემზარავი ავარია რუსთავში - დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვები არიან
"1 კვირაა ვიქირავე ბინა, სახლში ვერ წავალ, ოჯახის ექიმი არც კი შემხმიანებია, მინდოდა მე დამერეკა მათ კი არასწორი ნომერი მომცეს... ძალიან სუსტად ვარ" - კოვიდინფიცირებული
პატარა ელენეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - ის უკვე მეორედ ებრძვის ვერაგ დაავადებას, ლეიკემიას
პლებისციტი დროის გაყვანა და "ოცნების" თამაშია - ბესელია
საზარელი ავარია - გორის გვირაბთან 2 ავტომობილი თხრილში გადავარდა
რაც ახლა ხდება, დიდწილად ზურა ჯაფარიძის დამსახურებაა- გოგა ხაჩიძე
საჩხერის კლინიკა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადავიდა
ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია "გირჩის" დაპირისპირებულ მხარეებს შუამავლობას სთავაზობენ - რას პასუხობს შეთავაზებაზე ზურაბ ჯაფარიძე
ტრაპიზონთან მომხდარ ავარიას საქართველოს მოქალაქე , 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
"რიგგარეშე არჩევნები ყველანაირი ფორმით მიუღებელია" - გია ვოლსკი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42