"გირჩი კი არ უქმნის საფრთხეს ქვეყანას, არამედ ის, რომ ჯარი არ გივარგათ" - ანა დოლიძე
10:46, 06 Sep, 2019     640
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე Facebook გვერდზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ღარიბაშვილმა გირჩის "ბიბლიური თავისუფლება" ახალგაზრდობის "დეგრადაციასა" და სახელმწიფოსთვის "ძირის გამოთხრაში" დაადანაშაულა.

"ღარიბაშვილმა გირჩი საფრთხეს უქმნის ქვეყანასო. გირჩი კი არ უქმნის საფრთხეს ქვეყანას, არამედ ის, რომ არ გივარგათ ჯარი და ყოველ წელს ათასობით ახალგაზრდა მიგყავთ ყარაულებად და დარაჯებად თითქმის უფასოდ. მერე გინდათ, რომ მოატყუოთ ხალხი, რომ ეს "სამხედრო სამსახურია" და დააბრალოთ, რომ ამათ არ უყვართ სამშობლო იმიტომ, რომ ყარაულებად უფასო მუშახელი არ უნდათ რომ იყვნენ.

შესაცვლელია ეს სამარცხვინო იერარქიული და ექსპლოატაციური სისტემა და მაგის რეფორმის ხედვა წარმოგედგინათ ჯობდა. გადადით მთლიანად საკონტრაქტო სისტემაზე, ან გააკეთეთ ისეთი თანასწორი და საყოველთაო გაწვევა (ბალტიისპირეთი, ისრაელი), სადაც თქვენ ფუმფულა ბალიშებზე გაზრდილ შვილებსაც გაუშვებთ და ნახეთ მერე, გირჩს მუშტარი თუ ეყოლება"- აცხადებს დოლიძე.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
„ლელო" დაპატიმრებული ექიმების მხარდასაჭერად
ხუთი ყველაზე საშინელი არაბირთვული აფეთქება მსოფლიოს ისტორიაში
2008 წლის აგვისტოს ომი - მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა ჰააგაში დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანეს
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
თანხა, რომელიც თამარს ანგარიშზე ჰქონდა, სახელფასო ტრანზაქციებია - მიხეილ რამიშვილი
''2008 წლის მოვლენებამდე, რუსეთი საქართველოს მიმართ ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა აგრესიას"- ვიოლა ფონ კრამონი
მოვითხოვეთ, შსს-ს საიტზე არ დაიდოს განცხადებები, თითქოს მხოლოდ სუიციდზე მუშაობენ - რამიშვილი
ბადრი ჯაფარიძე - გახარიას გადასაწყვეტი აღარ იქნება საქართველოს ეკონომიკა
ლიბანის პრეზიდენტი: "ბეირუთში აფეთქების მიზეზი შესაძლოა რაკეტა ან ბომბი იყოს"
"ვაუ, მაგარი ამბები დაიწყო " - ბაჩანა ლობჟანიძე „ზეგ“-ის თანამშრომლების სახლების ჩხრეკაზე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42