"კი ბატონო, მზად ვართ მოვაწეროთ ხელი, მაგრამ იქნებ იმაზეც შევთახმდეთ, როგორ გავშალოთ კონსოლიდირებული წინააღმდეგობის ფრონტი დღესვე"- ქარდავა
პოლიტიკა - 14:22, 14 Sep, 2019     1040
„ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას, რომ პროდასავლურმა პარტიებმა საჯაროდ დააფიქსირონ თავისი პოზიცია იმის შესახებ, რომ 2020 არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან კოალიციაში არ შევლენ და ამასთან დაკავშირებით სპეციალური დოკუმენტი გააფორმონ, „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ეხმაურება. ქარდავას თქმით, არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა და გარანტია არ არის დოკუმენტი, იმის განსასაზღვრად თი 2020-ის არჩევნების შემდეგ ვინ შევა კოალიციაში ივანიშვილთან და ვინ შეინარჩუნებს ოპოზიციური შეთანხმების პრინციპებს:
"გაერთიანებულ ოპოზიციაში ყველა პოლიტიკურ სუბიექტს თავის ხედვები და გემოვნება აქვს, არის საკითხები, ძალიან ბევრი საკითხია, რომლის გარშემოც გვაქვს ერთიანი პოზიცია, არის საკითხები, რომლებზეც ყველას თავი პოზიცია შეიძლება ჰქონდეს. ზოგადად რაც შეეხება იმ თემას, რის გამოც კამათი გაიმართა, მოეწეროს ხელი ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში შესვლა-არშესვლის საკითხს თუ არა,. კი ბატონო, მხად ვართ დოკუმენტზე ხელის მოსაწერად, თუმცა ვფიქრობ, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და გარანტია არ არის იმისა, 2020-ის არჩევნების შემდეგ ვინ შევა კოალიციაში ივანიშვილთან და ვინ შეინარჩუნებს ოპოზიციური შეთანხმების პრინციპებს.
2020-ის არჩევნებამდე ქართული სახელმწიფოებრიობა ივანიშვილის პოლიტიკის გამო უამრავი პრობლემის წინაშე დგას, რა იქნება 2020 ამაზე შეიძლება შევთანხმდეთ, მაგრამ ის, რომ დღეს უნდა ვიყოთ კონსოლიდირებული ერთი პრინციპის გარშემო "ყველა მინუს ივანიშვილი" და უნდა გაიშალოს ოპოზიციური წინააღმდეგობის ფრონტი ესეც აშკარაა და იქნებ ამაზეც შევთანხმდეთ. " - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
შეგახსენებთ, „კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი, რომლის პარტიაც „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრია, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პირობას, რომლის დადებასაც "ევროპული საქართველო" ოპოზიციური პარტიებისგან ითხოვს იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და შემოწმებაც შეუძლებელია, თავად „ევროპული საქართველო“ რას იზამს არჩევნების შემდეგ.




მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა
შარლ მიშელი ხვალ საქართველოს ეწვევა
2021 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი (ფოტო, ვიდეო)
შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი ხელს აწერს
შარლ მიშელი: "საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს შეთანხმებაზე ხელმოწერას"
ოპოზიციის ნაწილი, ხელისუფლება და ელჩები EU-ს ოფისიდან პრეზიდენტის სასახლეში მიდიან
მზად ვარ ინდივიდუალურად მოვაწერო ხელი დოკუმენტს - სალომე სამადაშვილი
პრეზიდენტის კი არა, ტყვეებით მოვაჭრის ტექსტი იყო - ნიკა გვარამია
როდის უნდა მიმართოს კლინიკას ვაქცინირებულმა - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები
პოზიცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა - ვიდრე არ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, სივრცე შემდგომი დისკუსიის არ არსებობს - აკაკი მინაშვილი
"არ მაპატიეს გინება, ავდექი და შევაგინე ხო? ვარ პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი" - გოგი წულაია
შევა თუ არა პარლამენტში ელენე ხოშტარია
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეხვედრა ჩაინიშნა
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42