თსუ-ში ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ დაჯილდოების საღამო გაიმართა
კულტურა - 15:23, 26 Dec, 2019     9687

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019 " დაჯილდოების საღამო გაიმართა. იმპროვიზაციული ტურისთვის კონკურსის 10 მონაწილე ახალ ნაშრომებს ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე „უჰ, მოვიდნენ გემებით“ თორმეტი საათის განმავლობაში ქმნიდა. ათი კონკურსანტიდან ჟიურის წევრებმა სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორი შეარჩიეს, პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი, ცოტნე ავსაჯანიშვილი 1000 ლარით და კონკურსის სიმბოლოთი დაჯილდოვდა, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს - ნინო ბუკიას და დავით კილაძეს 700 და 500 ლარი და პარტნიორის საჩუქრები გადაეცათ. თსუ რექტორის მოადგილის, ნინო ოკრიბელაშვილის განცხადებით, „სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა" მნიშვნელობა ძალზე დიდია. ეს დადასტურდა იმითაც,რომ წინა წლების ყველა გამარჯვებული, დღეს უკვე საკმაოდ ცნობილი სახეა ლიტერატურულ ასპარეზზე. სამასი სტუდენტიდან მეორე ეტაპზე ათი სტუდენტი გადავიდა, რომელთა პენ მარათონში დაწერილმა ნაწარმოებებმაც ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურა. ვულოცავ მათ და ვუსურვებ კიდევ უფრო მეტ წარმატებას და მინდა რომ ახალ წელს შეხვდნენ ახალი იდეებით, ჯანმრთელები და რაც მთავარია, ბედნიერები,“- აღნიშნავს ნინო ოკრიბელაშვილი.

ცოტნე ავსაჯანიშვილი წელს მესამედ იღებდა „შემოდგომის ლეგენდის“ კონკურსში მონაწილეობას. „წინა წლებისგან განსხვავებით წელს ყველაზე ნაკლებად ველოდი გამარჯვებას. ძალიან გახარებული ვარ და წარმატებებს ვუსურვებ ფინალისტებს,“- ამბობს ცოტნე ავსაჯანიშვილი.

„შემოდგომის ლეგენდა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „სილქნეტის“ ერთობლივი პროექტია. სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი წელს მეთერთმეტედ ჩატარდა.

„ამ პროექტმა ნამდვილად შეასრულა თავისი ფუნქცია და ეს დადასტურდა იმითაც,რომ უკვე მე-11 წელია კონკურსი ტარდება და ბევრი დამწყები ახალგაზრდა მწერალი წარმატებით მოღვაწეობს. დღეს გამოცხადდნენ გამარჯვებულები, საინტერესო თემა და ნაწარმოებები შექმნეს ფინალისტებმა,მათგან სამ გამარჯვებულს ტრადიციულად, სილქნეტისგან პრიზები გადაეცათ,“- აღნიშნა „სილქნეტის“ კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ლიკა მეტრეველმა.

პროექტში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებენ. კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება, წელს პირველ ტურში მონაწილეობა 300-მდე კონკურსანტმა მიიღო. ლიტერატურული ჟიური 6 წევრისგან შედგება: მწერლები დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ზაალ ჩხეიძე და კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული თეკლა ერემეიშვილი.

„როგორც ყოველ წელს, შემოდგომის ლეგენდა წელსაც განსაკუთრებულად საინტერესო იყო, თავისი თემით,მონაწილეებით. ნებისმიერი სტუდენტისთვის, ვისაც გადაუწყვეტია რომ შექმნას პროზაული ნაწარმოები, ამ კონკურსში მონაწილეობა უკვე გამარჯვებაა. ვფიქრობ, რომ წელს საინტერესო თემა მივეცით სტუდენტებს, ეს იმითაც დამტკიცდა, რომ მოთხრობები ასე თუ ისე კარგი იყო, ყოველთვის რთულია სამეულის შედგენა, იმიტომ,რომ ჟიურის წევრები ადამიანები არიან,თავიანთი სუბიექტური შეხედულებებით, გემოვნებით. კამათის,ერთმანეთის დარწმუნების შედეგად სამეული შედგა. ვულოცავ სამივე ფინალისტს და ვუსურვებ, რომ თუკი სტუდენტის სტატუსი ექნათ, კიდევ მიეღოთ მათ მონაწილეობა ჩვენს კონკურსში,“- ამბობს მწერალი მაკა ლდოკონენი.

10 ფინალისტის მოთხრობა სპეციალურ კრებულში დაიბეჭდა, რომელიც მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ - კალაძე
"თავის შვილები არ უცემია და ეგენი რატომ უნდა ეცემა" - ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
კახა კალაძე: ამნისტია შეეხება ყველას, ეს შეთანხმების დოკუმენტშიც ჩაიწერა
კლინიკაში ბოლო 2 კვირა თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია - ლევან რატიანი
სანამ არ დაინფიცირებულხართ, გააჩინეთ ბავშვები!.. თანახმა ვარ, ნათლია ვიყო – გიორგი ფხაკაძე (ვიდეო)
ფოტო საჩხერის კლინიკიდან - 101 წლის ვენერა პაპიძემ კორონაირუსი დაამარცხა
30 ორიგინალური იდეა მინიმალისტური ტატუების მოყვარულებისთვის
არასრულწლოვანთა ტრეფიკინგი - პროკურატურის ოფიციალური განცხადება
ბათუმში ფონდ "იალქანის“ საქველმოქმედო აქცია ტარდება - აქციას უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც შეუერთდნენ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4464 ლარი გახდა - ლარის უახლესი კურსი
თბილისში, თამარ მეფის ხიდთან, ავტომანქანას ხე დაეცა
მკვლელობა აბასთუმანში - დეტალები
კარგი ამბავი - საჩხერის სამედიცინო ცენტრში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა
USAID-ის და თიბისის კოლაბორაცია აგროსრექტორის მხარდასაჭერად
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42