"საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გამოირჩევა სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილებით" - საბიბლიოთეკო გაერთიანებების საერთაშორისო ფედერაცია
კულტურა - 21:08, 29 Apr, 2020     3301

საბიბლიოთეკო გაერთიანებების საერთაშორისო ფედერაცია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საერთაშორისო საქმიანობას სანიმუშოდ აფასებს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

„IFLA-ს ახალ მოხსენებაში, რომელიც საქართველოს, ჩილეს, ხორვატიისა და მადაგასკარის გამოცდილებას გვიზიარებს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

მოხსენებაში წერია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გამოირჩევა სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილებით. ბიბლიოთეკაში, ამერიკელ პარტნიორთა მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა ამერიკული სამკითხველო დარბაზის განახლება და ინგლისური ენის სწავლებისა და სხვა სიახლეების დანერგვა. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ამერიკის საელჩო, არამედ გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებიც აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლოთეკასთან, რომლის სექციები მკითხველებს ამ ქვეყნების რესურსებით ემსახურება. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა დიდი ბრიტანეთის საელჩომაც, რომელიც ამერიკის საელჩოსთან ერთად, ეროვნულ ბიბლიოთეკას ადგილობრივი და რეგიონული ბიბლიოთეკების განახლებაში ეხმარება. კიდევ ერთხელ მოვიყვანთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დადებით მაგალითს, რომელმაც იტალიის საელჩოსთან ერთად, ახალი კოლექციები მოიზიდა უცხოეთის იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც რემონტის გამო მკითხველებს ვერ იღებდნენ.

ასეთმა თანამშრომლობამ ბიბლიოთეკების უცხოეთში საქმიანობის გაფართოების საშუალებაც მოგვცა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 50-ზე მეტი ქართული წიგნის კუთხე გახსნა მსოფლიოში, რითაც ქართველი და ქართული წარმომავლობის მწერლები წარმოადგინა, ასევე ურთიერთობები გააძლიერა. ამ ბიბლიოთეკას რესურსებითა და წიგნებით, გამოფენებითა და პროგრამებით იაპონია, თურქეთი და ჩინეთიც ამდიდრებს. საბიბლიოთეკო გაერთიანებების საერთაშორისო ფედერაცია დიდ მადლობას მოახსენებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელს მაია სიმონიშვილს დეტალურად მიწოდებული ინფორმაციისა და თანამშრომლობისთვის“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ფოტო საჩხერის კლინიკიდან - 101 წლის ვენერა პაპიძემ კორონაირუსი დაამარცხა
30 ორიგინალური იდეა მინიმალისტური ტატუების მოყვარულებისთვის
არასრულწლოვანთა ტრეფიკინგი - პროკურატურის ოფიციალური განცხადება
ბათუმში ფონდ "იალქანის“ საქველმოქმედო აქცია ტარდება - აქციას უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც შეუერთდნენ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4464 ლარი გახდა - ლარის უახლესი კურსი
თბილისში, თამარ მეფის ხიდთან, ავტომანქანას ხე დაეცა
მკვლელობა აბასთუმანში - დეტალები
კარგი ამბავი - საჩხერის სამედიცინო ცენტრში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა
USAID-ის და თიბისის კოლაბორაცია აგროსრექტორის მხარდასაჭერად
გურიიდან გაუჩინარებული 17 წლის გოგონა სახლში დაბრუნებაზე უარს აცხდებს - მოზარდი მამის მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე ალაპარაკდა
ხელკეტის გადაყლაპვას მაიძულებდნენ - ნავალნის შტაბის კოორდინატორი
აუცილებელი ხრიკები, რომლებიც საგანგებო სიტუაციებში "გადაგარჩენთ"(ფოტოები)
უკრაინამ და საქართველომ MAP-ი უნდა მიიღონ - ლინკევიჩუსი
ჩეხეთთან სოლიდარობის ნიშნად ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუს დიპლომატებს გააძევებენ
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42