შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესს 2022 წელს თსუ უმასპინძლებს
განათლება - 20:14, 14 May, 2020     3531

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი 2022 წელს შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებენ. ფორუმი, რომელიც მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს, დღემდე არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ ჩატარებულა. პირველი კონგრესი 1955 წელს ვენეციაში (იტალია) გაიმართა, გასულ წელს კი მას მაკაუმ (ჩინეთი) უმასპინძლა.

თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, როდესაც თსუ-მ და ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა პირველად განაცხადი გააკეთა, განწყობა ძალიან სკეპტიკური იყო. თუმცა, ყველაფერი დადებითად დასრულდა.

„ჩვენ გავიმარჯვეთ, რაც არის ნამდვილად მოსალოცი ფაქტი ორი რამის გამო: ერთი, რომ სამეცნიერო კუთხით ეს ნამდვილად უნიკალური შანსია ნებისმიერი ქვეყნისთვის. მითუმეტეს, როცა პირველად ტარდება პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, ასეთ პატარა ქვეყანაში. მეორე - მსოფლიო კონგრესი, რომელსაც ესწრება მინიმუმ 2000 მონაწილე, არის მშვენიერი შესაძლებლობა ქვეყნის და ქვეყნის ლიტერატურის პოზიციონირებისთვის,“- განაცხადა რექტორმა.

2022 წლის კონგრესის თემაა "მსოფლიო ლიტერატურების გადააზრება: გლობალური და ლოკალური, ცენტრალური და მარგინალური მიმართულებები". კონგრესის ფორმატი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის ვორკშოპების და თემატური შეხვედრების ჩატარებას, მათ შორის, შეხვედრებს ქართველ ლიტერატორებთან და კრიტიკოსებთან, ქართველ მწერლებთან, ასევე ახალგაზრდა ქართველ ლიტერატორებთან. თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის ირმა რატიანის თქმით, „კონგრესის თბილისში ჩატარება ნიშნავს იმას, რომ 2022 წელს ქართული ლიტერატურული წრეებისთვის შესაძლებელი გახდება ქართული მწერლობის წარდგინება, კვალიფიციური, პროფესიული წარდგინება მსოფლიო კრიტიკის წინაშე. ეს ნიშნავს იმას, რომ კონგრესის დასრულების შემდეგ ქართულ მწერლობაზე დაწერენ საუკეთესო, ყველა რეგალიების მქონე სამეცნიერო ჟურნალები და არამარტო სამეცნიერო ჟურნალები, სხვადასხვა გამოცემები.“ ირმა რატიანი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 2022 წელს ამ კონგრესის ჩატარება მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული მწერლობის ინტერნაციონალიზაციის მასშტაბებს.

ღონისძიების უშუალო მონაწილე იქნება "შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაცია". ასოციაციის პრეზიდენტის გაგა ლომიძის განცხადებით, კონგრესის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილებას საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. მაღალი კონკურენციის მიუხედავად, მრავალ ქვეყანას შორის საქართველომ გაიმარჯვა.

მწერალი, პუბლიცისტი როსტომ ჩხეიძე მიიჩნევს, რომ შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი კიდევ ერთი წინგადადგმნული ნაბიჯი იქნება ქართული ლიტერატურის საერთაშორისო ცნობადობის ასამაღლებლად. „დღესდღეობით თუ რამე გვჭირდება, ეს არის დამკვიდრება დასავლურ სივრცეში. სივრცეებში ჩვენ თანაბარი ვართ დასავლეთთან, მის კულტურასთან, სახელმწიფოებთან, მაგრამ დაე, ეს იყოს თვალსაჩინო და ჩვენ ვიდგეთ არა დასავლეთის კართან, არამედ უშუალო მონაწილე გავხდეთ ამ პროცესებისა“- აღნიშნა როსტომ ჩხეიძემ.

20 მაისს კონგრესის ერთობლივად ჩატარების შესახებ ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის (ICLA) პრეზიდენტი შერმან უილკოქსი მოაწერენ ხელს.

კონგრესის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
USAID-ის და თიბისის კოლაბორაცია აგროსრექტორის მხარდასაჭერად
გურიიდან გაუჩინარებული 17 წლის გოგონა სახლში დაბრუნებაზე უარს აცხდებს - მოზარდი მამის მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე ალაპარაკდა
აუცილებელი ხრიკები, რომლებიც საგანგებო სიტუაციებში "გადაგარჩენთ"(ფოტოები)
უკრაინამ და საქართველომ MAP-ი უნდა მიიღონ - ლინკევიჩუსი
ჩეხეთთან სოლიდარობის ნიშნად ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუს დიპლომატებს გააძევებენ
საუბარია 3 კონკრეტულ პოლიციელზე, მათ შეეხებათ ძალიან ვიწრო მუხლი - სამადაშვილი ამნისტიაზე
შემოტანილ AstraZeneca-ს ვაქცინას ვადა მაისის ბოლოს გასდის
ჩინური “სინოფარმით“ სავარაუდოდ აიცრებიან მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიციელები... - გამყრელიძე
ქარაფშუტულად ეპყრობიან საკუთარ ხელმოწერას - პაპუაშვილი "ლელოს" ინიციატივაზე
"ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ორივე სახელმწიფოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ" - რუმინეთის, პოლონეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები
პანაშვიდი სამებაში - აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 13 ადამიანის ნეშტი გადმოასვენეს
"ახლა ნიკა მელია ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს" - მეგრელიშვილი
საქართველოში თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩამოდის
თბილისში კლდიდან ჩამოვარდნილი ხე გაჩერებულ ავტომობილს დაეცა
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42