ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერის საკუთარ გვერდზე ეხმიანება რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავს და აღნიშნავს, რომ რუსული ოკუპაცია გაცილებით ადრე დაიწყო ვიდრე 2008 წელს.
„12 წელი გავიდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიპყრო და ანექსირება მოახდინა საქართველოსი, თუმცა ომი 2008 წელს არც დაწყებულა და არც დასრულებულა. 2008 წლის მოვლენებს წინ უძღოდა რუსეთის მიერ ათწლეულების განმავლობაში დიდი ხნის აგრესია, რომელიც მიმდინარეობდა მცოცავი ოკუპაციისა და მოქალაქეების გატაცებს ფონზე. რუსეთს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ამის გამო კი პასუხისმგებლობა მას უნდა დაეკისროს. რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთმა მსგავსი აგრესიული პოლიტიკის ტაქტიკა გამოიყენა უკრაინაშიც.
როგორც რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად „აღიარების პოლიტიკის“ მცდელობას მოჰყვა მარცხი, ეს ფაქტი ცხადჰყოფს, რომ საქართველო მარტო არ გახლავთ ამ აგრესიის წინააღმდეგ და თავისი ძლიერი, ერთგული მეგობრებისგან იღებს მხარდაჭერას.ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროპულ მომავალს“.
მასალის გამოყენების პირობები