ევროპულმა საქართველომ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად საპარლამენტო არჩევნებზე, არმაზ ახვლედიანი დაასახელა.
არმაზ ახვლედიანის თქმით, ევროპული საქართველო არის გუნდი, რომელმაც ყველაზე კარგად გაიაზრა წარსულის შეცდომები და იცის რა არის გუნდურობა. არმაზ ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ის, ევროპულ საქართველოსთან ერთად ბათუმს და მთლიან საქართველოს მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს.
„ეს ადგილი ჩემთვის ძალიან სიმბოლურია, რადგან მეოთხედი საუკუნის წინ, აქ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვმუშაობდი, ვასწავლიდი პოლიტოლოგიას და მაშინ მხოლოდ იმიტომ, რომ საგანთან ერთად ვქადაგებდი თავისუფლებას, მე მგლის ბილეთით გამაძევეს უნივერსიტეტიდან.
როგორ წარმოვიდგენდი, რომ 25 წლის შემდეგ, ამ უნივერსიტეტშიც,მთელ ბათუმშიც და მთელ საქართველოშიც იქნებოდა ისეთი ანომალიური ვითარება, რომ თავისუფლების ქადაგება, თავისუფლების სიყვარული, კვლავაც იქნებოდა მიუღებელი მმართველებისათვის და მართველების ქვეშ მოკალათებული მედროვე ადამიანებსათვის.
სწორედ ამიტომ, მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებების ტალღა უნდა დაიწყოს ბათუმიდან, ჩემთვის ყველაზე მისაღები და ოპტიმალური გადაწყვეტილება ამ საპარლამენტო არჩევნებში ჩართულობის არის ყოფნა ევროპული საქართველოს გუნდთან, რადგან ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაზე უკეთ გაიაზრა წარსულის შეცდომები და ყველაზე კარგად ახასიათებს გუნდურობა და იცის რა არის სამართლიანი მმართველობა.
ბათუმელები, რომელთაც უბრალოს მობეზრდათ ამდენი გაუთავებელი ექსპერიმენტი ასლან აბაშიძის დროიდან მოყოლებული, მობეზრდათ შიშში, გაურკვევლობასა და გაუცხოვებაში, კორუფციულ ჭაობში და გარიყულ საზოგადოებაში ცხოვრება, გააკეთებენ არჩევანს და ეს იქნება ევროპული, დასავლური, არარუსული გუნდი, ევროპული საქართველო, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა მოუტანოს როგორც ამ ქალაქს, ისე მთლიან საქართველოს გარდამტეხი ცვლილებები.“ -განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
მასალის გამოყენების პირობები