ქვეყანა შესულია უიმედობის ზღვაში და ადამიანებს ხელი აქვთ ჩაქნეული უკეთეს მომავალზე. ამ ყველაფერის შეცვლას კი სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 16:56, 20 Sep, 2020     992

ევროპულმა საქართველომ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად საპარლამენტო არჩევნებზე, არმაზ ახვლედიანი დაასახელა.

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, არმაზ ახვლედიანი არის პიროვნება, რომელმაც იცის თუ რა სჭირდება როგორც ბათუმელებს, ისე მთლიან საქართველოს გარდამტეხი ცვლილებებისათვის.

„ახლოვდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, შესაძლებლობა თითოეული ადამიანისა და ოჯახისთვის შეცვალოს საკუთარი ცხოვრება უკეთესობისაკენ. დღეს ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით, ქვეყანა შესულია უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისში, საიდანაც თითქოს გამოსავალი არ ჩანს, ქვეყანა შესულია უიმედობის ზღვაში და ადამიანებს ხელი აქვთ ჩაქნეული უკეთეს მომავალზე. ამ ყველაფერს კი სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და გუნდი, რომელიც იქნება მთელი საზოგადოებისა და ქვეყნის გზამკვლევი სწორი განვითარებისა და უკეთესი მომავლისაკენ.ასეთი გუნდი და გზამკვლევი არის ევროპული საქართველო და ეს არის გუნდი, რომელიც აერთიანებს კვალიფიციურ ადამიანებს და აცის თუ საით უნდა წაიყვანის ქვეყანა.

ძალიან მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც შემოუერთდა ევროპული საქართველოს გუნდს, ადამიანი, რომელიც არის თავისი ქალაქის, ბათუმის და თავისი ქვეყნის, საქართველოს ნამდვილი მოყვარული , ადამიანი, რომელმაც იცის რა სჭირდება ხალხს და რა უნდა გააკეთოს ხალხისათვის.

მოხარული ვარ, რომ ბათუმში, ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატად წარმოგიდგინოთ არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42