არ არსებობს სფერო, სადაც არ არის ძირეული და სერიოზული წინსვლა - მამუკა მდინარაძე
პოლიტიკა - 17:57, 20 Sep, 2020     1417

„არ არსებობს სფერო, სადაც არ არის ძირეული და სერიოზული წინსვლა. მაგალითად, აგროპროექტები. ბოლო წლებში 400 მილიონი დოლარით გაიზარდა ქართული პროდუქციის ექსპორტი და როდესაც ასეთი ინერცია გაქვს აღებული ეროვნულ პროდუქციაზე, ეს განსაკუთრებით საამაყოა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ ზესტაფონში ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ასევეა გზების, მოსახლეობის წყლით მომარაგების და სხვა საკითხები შემთხვევაში.

„როდესაც გზებზე ვსაუბრობთ - 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი გზებია გაკეთებული, მათ შორის, შიდა გზები, ვიდრე წინა პერიოდში. მაინც და მაინც წინა ხელისუფლების დროს არ ვადარებ. საუბარია ზოგადად 2012 წლამდე. როდესაც წყალმომარაგებაზე იყო საუბარი - მაქსიმალური შედეგი იყო ქვეყნის მოსახლეობის 25%-ის მომარაგება. დღეს კი 50%-ს გავცდით. 2024 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის 70%-ს ექნება უწყვეტი წყალი. ასეთი ციფრები გვაქვს ყველა მიმართულებით.

ოპონენტები საუბრობენ ხოლმე სიღარიბეზე. 2002-2012 წლებში ოთხი პროცენტით დაიკლო ამ ქვეყანაში სიღარიბემ. ხოლო 2012 წლის შემდეგ, მსოფლიო ბანკის მონაცემებით 10%-ზე მეტით შემცირდა. თუმცა, როდესაც გაჭირვებულები გყავს, თვითკმაყოფილებას ვერ მიეცემი, გამორიცხულია. დინამიკა უნდა იყოს მზარდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პოზიტიური ინერცია არსებობს. ამ მიმართულებით სიარული მშვიდობით და განვითარებით ევროპისკენ, იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენ კიდევ გავძლიერდებით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42