საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დაგმო თურქული მხარის პოზიციები და დამოკიდებულება ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტთან მიმართებით. მისი თქმით, ყარაბაღზე თურქეთის განცხადებები სახიფათო და წინდაუხედავია.
„დღეს აუცილებლად მექნება საუბარი ვლადიმერ პუტინთან, ხვალ კი, პრეზიდენტ ტრამპთან. იმედი მაქვს, რომ აღნიშნულ საკითხს წამოვწევთ, იმისათვის რათა აზრების გაცვლა-გამოცვლა მოვახდინოთ და შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის გზა ერთობლივად მოვძებნოთ“- აღნიშნა მაკრონმა.
ოფიციალურმა ანკარამ რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს აზერბაიჯანის მოქმედებებს, როგორც დიპლომატიურ ჭრილში, ასევე სამხედრო მოქმედებების ველზეც.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა და ამ დრომდე მიმდინარეობს. მსგავსი მასშტაბის შეიარაღებული დაპირისპირება ორ სახელმწიფოს შორის უკანასკნელი 26 წლის განმავლობაში პირველად ხდება. ორივე მხარე აქტიურად იყენებს მსხვილკალიბრიან საარტილერიო დანადგარებს ერთმანეთის პოზიციებისა და ტექნიკის დასაბომბად.
მასალის გამოყენების პირობები