"დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ განცხადება მარნეულში სახელისუფლებო პარტიის მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ
პოლიტიკა - 13:01, 30 Sep, 2020     947

“დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის მარნეულში გუშინ მომხდარ ძალიან სერიოზულ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა შემდეგი განცხადება:

„გუშინ ყველამ ვიხილეთ მასობრივი ფიზიკური ძალადობის ის შემაძრწუნებელი ვიდეო კადრები, რომელსაც ადგილი ჰქონდა მარნეულში სახელისუფლებო პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებსადა ოპოზიციას შორის. როგორც სჩანს ეს იყო პირდაპირი ჯგუფური თავდასხმა ოპოზიციის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებზე და მათ მხარდამჭერებზე.

ამ ინციდენტის დროს თავს დაესხნენ და სერიოზული ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს როგორც ოპოზიციის აქტივისტებს, ასევე ჟურნალისტებს და არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

განსაკუთრებით საგანგაშოდ მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ ამ ინციდენტში აქტიურად მონაწილეობდნენ სახელისუფლებო პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სხვა წევრები. თავდასხმების და ძალადობის მთელი ეს სერია ხორციელდებოდა მარნეულის ცენტრში, პოლიციელების თვალწინ, რომლებმაც დროულად ვერ აღკვეთეს ღია აგრესიის და ჯგუფური ძალადობის მთელი ეს სერია, რომელსაც მოჰყვა უმძიმესი შედეგები.

კიდევ უფრო დიდ შეშფოთებას იწვევს ცენტრალური ხელისუფლების ზოგიერთი ლიდერის ის არაადეკვატური, უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელიც იმ დღესვე, დაუყონებლივ მოაყოლეს მარნეულის აღნიშნულ ინციდენტს. პარტია ქართული ოცნების ლიდერებმა, ყოველგვარი გამოძიების გარეშე, ისე რომ აღნიშნული ძალადობა არც კი დაუგმიათ, მომხდარში ყოვლად უაპელაციოდ დაადანაშაულეს ოპოზიცია, რითაც ფაქტიურად წაახალისეს ძალადობის ეს აქტი.

„დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაცია“ გმობს უკანონობის და ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყონებლივ აღკვეთოს აშკარად გამოხატული აგრესია და ძალადობა, რომლის ინსპირაციის წყაროც და განმახორციელებელიც ხშირად მათივე წარმომადგენლები, ან მათ მიერ წახალისებული ძალები არიან.

ძალადობის მიმართ ასეთი უპასუხისმგებლო და შემწყნარებლური დამოკიდებულება ნამდვილად ხელს არ უწყობს ნორმალური, ცივილური საარჩევნო გარემოს შექმნას და არჩევნებზე მოსახლეობის პოლიტიკური ნების თავისუფლად გამოვლენას“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42