"დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაცის“ განცხადება - ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 21:07, 30 Sep, 2020     1242

„დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ ყარაბახის კონფლიქტის გააქტიურებასთან დაკავშირებით გააკეთა შემდეგი განცხადება:

„ჩვენ ყველა, საქართველოს მთელი საზოგადოება შეშფოთებული ვართ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო კონფლიქტის გააქტიურებით. ყურადღებით და დიდი თანაგრძნობით ვადევნებთ თვალს კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესებს, ადამიანურ მსხვერპლს და მხარეებს შორის დაძაბულობის ესკალაციას.

საქართველო რა თქმა უნდა დაინტერესებულია მშვიდობიანი კავკასიით, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან კარგი, მეგობრული ურთიერთობით, რადგან მიგვაჩნია, რომ მშვიდობიანი კავკასიის გარეშე შეუძლებელია თითოეული ჩვენი ქვეყნის განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის მიღწევა.

ყველას კარგად გვესმის, რომ ამ კონფლიქტთან მიმართებაში საქართველო რა თქმა უნდა ვერ იქნება კონფლიქტის მხარე, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს პრობლემის მკაფიო ხედვა და მკაფიო პოზიცია. ამასთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას და მის გადაწყვეტას საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების და ნორმების შესაბამისად.

ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა ემყარება საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამის რეზოლუციებს. როგორცცნობილია, საერთაშორისო სამართლის ერთ- ერთი ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ემყარება დღევანდელი ცივილიზებული მსოფლიოს სტაბილურობა და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა, ესაა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღიარების და საზღვრების ურღვევობის პრინციპი.ამიტომ მიგვაჩნია, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საკითხი სრულიად გარკვეულია. ჩვენ, ისევე როგორც მთელი ცივილური მსოფლიო, რა თქმა უნდა ვაღიარებთ და პატივს ვცემთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და შეუძლებლად მიგვაჩნია ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

რაც შეეხება დევნილთა დაბრუნებას, ადამიანის უფლებების დაცვასდა სხვა ჰუმანიტარულ საკითხებს, ჩვენ მუდამ მზად ვართ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შევუწყოთ ამ საკითხების მშვიდობიანად, მხარეებს შორის დიალოგით და ურთიერთმისაღები ფორმით გადაწყვეტას.

მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია, ამიტომ მიგვაჩნია, რომ თითოეული ქვეყანა სასიცოცხლოდ დაინტერესებული უნდა ვიყოთ კავკასიის სამ ერს შორის მეგობრული, ცივილური ურთიერთობის და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბებაში. გვსურს კავკასიის სამივე ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ერთად მივაღწიოთ განვითარების და კეთილდღეობის ისეთ მაღალ დონეს, როცა ტერიტორიულ-სასაზღვრო საკითხების პრობლემატიკა თანდათან დაკარგავს დღეს არსებულ სიმწვავეს და წინ წამოიწევს რეგიონული თანამშრომლობის, ქვეყნების სწრაფი განვითარების და მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრად ამაღლების საკითხები“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42