უნიკალური არქივის ახალი სიცოცხლე - თანამშრომლობის მემორანდუმი
განათლება - 12:51, 29 Oct, 2020     1096
უნიკალური აუდიო და ვიდეოარქივის გაციფრულებას, დამუშავებას და გამოცემას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიას, კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა. კონსერვატორიაში არსებული უნიკალური ფონდისთვის ახალი სიცოცხლის მიცემას ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ, კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ და სეუ-ს რექტორმა გიორგი კავთელიშვილმა მოაწერეს.

კონსერვატორიაში დაცულ მასალებში არსებული ჩანაწერები გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში (60-80 იან წლებში) ქართველი ეთნომუსიკოლოგებისა და მკვლევრების - გრიგოლ ჩხიკვაძის, კუკური ჭოხონელიძის, მინდია ჟორდანიას, ედიშერ გარაყანიძის მიერ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშია შეგროვებული. მნიშვნელოვანია ვალერიან მაღრაძის მიერ, ამავე პერიოდში შეგროვებული მესხური ტრადიციული მუსიკის საექსპედიციო ჩანაწერებიც, რაც მესხური ფოლკლორის ერთადერთ სრულყოფილ წყაროს წარმოადგენს. ზოგადად კი ეს ჩანაწერები ფასდაუდებელი განძია ქართული ტრადიციული მუსიკის ისტორიის შესწავლისა და კვლევისათვის.

მემორანდუმის ფარგლებში, საფუძველი ეყრება ეროვნული მნიშვნელობის პროექტს, რომელიც ემსახურება მომავალი თაობისთვის უნიკალური არქივის შემონახვას. ეს პირველი პრეცედენტია საერთო ეროვნული ფასეულობების გარშემო სხვადასხვა პროფილის უმაღლესი საგნმანათლებლო დაწესებულების გაერთიანებისა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ფოტო საჩხერის კლინიკიდან - 101 წლის ვენერა პაპიძემ კორონაირუსი დაამარცხა
30 ორიგინალური იდეა მინიმალისტური ტატუების მოყვარულებისთვის
არასრულწლოვანთა ტრეფიკინგი - პროკურატურის ოფიციალური განცხადება
ბათუმში ფონდ "იალქანის“ საქველმოქმედო აქცია ტარდება - აქციას უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც შეუერთდნენ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4464 ლარი გახდა - ლარის უახლესი კურსი
თბილისში, თამარ მეფის ხიდთან, ავტომანქანას ხე დაეცა
მკვლელობა აბასთუმანში - დეტალები
კარგი ამბავი - საჩხერის სამედიცინო ცენტრში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა
USAID-ის და თიბისის კოლაბორაცია აგროსრექტორის მხარდასაჭერად
გურიიდან გაუჩინარებული 17 წლის გოგონა სახლში დაბრუნებაზე უარს აცხდებს - მოზარდი მამის მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე ალაპარაკდა
ხელკეტის გადაყლაპვას მაიძულებდნენ - ნავალნის შტაბის კოორდინატორი
აუცილებელი ხრიკები, რომლებიც საგანგებო სიტუაციებში "გადაგარჩენთ"(ფოტოები)
უკრაინამ და საქართველომ MAP-ი უნდა მიიღონ - ლინკევიჩუსი
ჩეხეთთან სოლიდარობის ნიშნად ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუს დიპლომატებს გააძევებენ
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42