"გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ - ონლაინკონფერენცია თსუ-ში
განათლება - 17:52, 06 Nov, 2020     1312

COVID-19-ის პანდემიის გავლენა მსოფლიო, მათ შორის, ქართულ ეკონომიკაზე, პრობლემების განხილვა და საერთაშორისო მაგალითების, რეკომენდაციების გაზიარება იყო მთავარი თემა მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ონლაინკონფერენციის პლენარულ სხდომას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, ეკონომიკური პროფილის ქართველი და უცხოელი მეცნიერები, უმაღლესი სასწავლებლების, კვლევითი ინსტიტუტების პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები ესწრებოდნენ.

ონლაინკონფერენციის მონაწილეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე მიესალმა და აღნიშნა, რომ „დღეს მსოფლიო უამრავი გამოწვევის წინაშეა არა მხოლოდ პანდემიის, არამედ ეკონომიკური სირთულეების გამო, რომელიც მთელ მსოფლიოში მწვავედ დგას. რთულ სიტუაციაში გვიწევს ცხოვრება, სწავლება, კვლევა და ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის ფორმატი და დიალოგი ძალიან კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ მივიღოთ პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე.“

კორონავირუსის გამოწვეულ გლობალურ პრობლემებზე და ამ კუთხით სამეცნიერო საქმიანობის და სწავლების ხელსეწყობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა. მისი თქმით, დღევანდელი კონფერენცია მისი შინაარსით მნიშვნელოვანია და ის ეფუძნება, როგორც ახალი ცოდნის შექმნას, ახალი თეორიების განვითარებას, ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოყენებითი კომპონენტი. რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მეცნიერებს და მკლევრებს, რომლებიც ეკონომიკისა და ბიზნესის დარგში მოღვაწეობენ. მიუხედავად ჩვენი ჩაკეტვისა ვახერხებთ შევქმნათ ერთიანი სივრცე, გავცვალოთ ჩვენი მოსაზრებები და გავუზიაროთ ის კვლევები, რომლებიც მიმდინარეობს, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო ჭრილში.“

„პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეკონომიკის მიმართულებებზე და განვითარების გრძელვადიან მიზნებზე. დღეს, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნებმა მოახერხონ და იპოვონ ოპტიმალური ბალანსი გლობალიზაციასა და ეკონომიკის თვითკმარობის აუცილებელ დონეს შორის,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ.

თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანმა გლობალიზაციის ეპოქაში ეკომომიკაზე კორონავირუსის შედეგად არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ყველა ელის პასუხებს ეკონომისტებისაგან - თუ რა ხდება მსოფლიოში. ჩვენ გვაქვს ამისათვის კლასიკური, პროფესიონალური პასუხი. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს გლობალიზაცია, მეორე მხრივ კი - პანდემია. თუ რას მივიღებთ შედეგად, ამ ეტაპზე არის ბუნდოვანი. ჩვენი კონფერენცია მრავალ მნიშვნელოვან თემას შეეხება და იმედი მაქვს, რომ ეს დაგვეხმარება მივიღოთ გარკვეული პასუხები.“

ინგოლშტადტის (გერმანია) ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გიუნტერ ჰოფბაუერმა პლენარულ სხდომაზე წაიკითხა მოხსენება გერმანიის საავტომობილო ინდუსტრიის ამჟამინდელი მდგომარეობის მიმოხილვა“. მისი თქმით, კონფერენცია იძლევა იდეების გაცვლის ძალიან კარგ საშუალებას. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ არსებული პრობლემების გადასაწყვეტად ერთიანი ძალებით.“

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის მდგრადი განვითარების პოსტ პანდემიური პერპსექტივები“ იყო თსუ პროფესორმის იოსებ ხელაშვილის თემა. მისი თქმით, კორონავირუსის შემდგომ პერიოდში „ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის და გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია ახალი ბაზრების მოძიება, მაღალი ხარისხისა და ინოვაციური სერვისების განვითარება, რომელიც დაეფუძნება ადგილობრივ ბუნებრივ და კულტურულ თავისებურებებს. ამ პროცესში აუცილებლად უნდა იქნას წინწამოწეული ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, ბიზნეს გარემო და საინვესტიციო კლიმატი.”

ონლაინკონფერენციის მუშაობა სამეცნიერო თემატიკის მიხედვით 16 სექციაში გაგრძელდა. კონფერენცია ZOOM-ის ონლაინ პლატფორმის გამოყენებით გაიმართა და მისი ლაივ ტრანსლირება თსუ ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე მიმდინარეობდა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
30 ორიგინალური იდეა მინიმალისტური ტატუების მოყვარულებისთვის
არასრულწლოვანთა ტრეფიკინგი - პროკურატურის ოფიციალური განცხადება
ბათუმში ფონდ "იალქანის“ საქველმოქმედო აქცია ტარდება - აქციას უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც შეუერთდნენ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4464 ლარი გახდა - ლარის უახლესი კურსი
თბილისში, თამარ მეფის ხიდთან, ავტომანქანას ხე დაეცა
მკვლელობა აბასთუმანში - დეტალები
კარგი ამბავი - საჩხერის სამედიცინო ცენტრში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა
USAID-ის და თიბისის კოლაბორაცია აგროსრექტორის მხარდასაჭერად
გურიიდან გაუჩინარებული 17 წლის გოგონა სახლში დაბრუნებაზე უარს აცხდებს - მოზარდი მამის მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე ალაპარაკდა
ხელკეტის გადაყლაპვას მაიძულებდნენ - ნავალნის შტაბის კოორდინატორი
აუცილებელი ხრიკები, რომლებიც საგანგებო სიტუაციებში "გადაგარჩენთ"(ფოტოები)
უკრაინამ და საქართველომ MAP-ი უნდა მიიღონ - ლინკევიჩუსი
ჩეხეთთან სოლიდარობის ნიშნად ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუს დიპლომატებს გააძევებენ
საუბარია 3 კონკრეტულ პოლიციელზე, მათ შეეხებათ ძალიან ვიწრო მუხლი - სამადაშვილი ამნისტიაზე
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42