ისტორიული მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას COVID 19 დაუდასტურდათ
სპორტი - 15:31, 11 Nov, 2020     1254

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ფინალს წამყვანი ფეხბურთელების - ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას გარეშე ითამაშებს.

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 10 ნოემბრის ტესტის შედეგად მათ კორონავირუსი დაუდგინდათ. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

“საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩებში მონაწილეობის მისაღებად მზადებას განაგრძობს.

საქართველოს ნაკრებმა უახლოესი მატჩებისთვის საწვრთნელი შეკრება 29 ფეხბურთელის შემადგენლობით თბილისში, 9 ნოემბრიდან დაიწყო. საწვრთნელ შეკრებამდე, ფეხბურთელებისთვის ჩატარებულმა COVID19-ის ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და გუნდმა ვარჯიში პროტოკოლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად დაიწყო. უეფას პროტოკოლის თანახმად, ოფიციალურ მატჩამდე ორი დღით ადრე (10 ნოემბერს) როგორც ფეხბურთელების, ისე გუნდთან დაკავშირებული ოფიციალური პირების სავალადებულო ტესტირება მოხდა.

აღნიშნული ტესტების შედეგი, პროტოკოლის შესაბამისად, მიეწოდება ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს. 10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე დადებითი პასუხი აჩვენა. ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას განმეორებითი ტესტის შედეგად ვირუსი დაუდასტურდათ. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე, 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, 15 ნოემბერს სომხეთთან და 18 ნოემბერს ესტონეთთან გასამართი მატჩებისთვის მზადებას 27 ფეხბურთელის შემადგენლობით განაგრძობს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
აუცილებელი ხრიკები, რომლებიც საგანგებო სიტუაციებში "გადაგარჩენთ"(ფოტოები)
უკრაინამ და საქართველომ MAP-ი უნდა მიიღონ - ლინკევიჩუსი
ჩეხეთთან სოლიდარობის ნიშნად ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუს დიპლომატებს გააძევებენ
საუბარია 3 კონკრეტულ პოლიციელზე, მათ შეეხებათ ძალიან ვიწრო მუხლი - სამადაშვილი ამნისტიაზე
შემოტანილ AstraZeneca-ს ვაქცინას ვადა მაისის ბოლოს გასდის
ჩინური “სინოფარმით“ სავარაუდოდ აიცრებიან მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიციელები... - გამყრელიძე
ქარაფშუტულად ეპყრობიან საკუთარ ხელმოწერას - პაპუაშვილი "ლელოს" ინიციატივაზე
"ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ორივე სახელმწიფოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ" - რუმინეთის, პოლონეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები
პანაშვიდი სამებაში - აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 13 ადამიანის ნეშტი გადმოასვენეს
"ახლა ნიკა მელია ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს" - მეგრელიშვილი
საქართველოში თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩამოდის
თბილისში კლდიდან ჩამოვარდნილი ხე გაჩერებულ ავტომობილს დაეცა
ბორდერიზაცია გრძელდება - ტახტისძირთან 2 ტრაქტორი მუშაობს და ე.წ. ხნულებს ავლებენ
17 წლის განმავლობაში დედა შვილის გაზრდას ფოტოებზე ასახავდა - შთამბეჭდავი ფოტოები
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42