"ამდენი მსხვერპლი არჩევნებმა გამოიწვია... 90 კაცი შევიდა, რა პარლამენტი იქნება?!" - მეუფე იაკობის პოლიტიკური ქადაგება ამბიონიდან
პოლიტიკა - 15:30, 04 Dec, 2020     1521
ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი მორიგ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. სასულიერო პირმა ქადაგება ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესებაზე საუბრით დაიწყო და გარდაცვლილთა რიცხვის მატებას არჩევნებს დაუკავშირა:

"ჩატარდა არჩევნები და რის ფასად? იმ ფასად, რომ არ შეზღუდეს, როცა დროზე იყო შესასზღუდი დადიოდნენ აგიტაციებზე ყველა პარტია, არავინ არ აკლებდა, ვისაც დიდი ფული ჰქონდა ისინი უფრო მეტს მოძრაობდნენ და ვირუსი გადი- გამოდიოდა. მერე იყო არჩევნები. 2 მილიონი კაცი მივედით და კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი იქაც დაავადდა...როდესაც მე გავაფრთხილე ხელისუფლება, 1500 და 1600-ს შორის იყო დაავადებულების რიცხვი... ექიმების ბრალი საერთოდ არ არის, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ არჩევნები და მივიღეთ ასეთ დიდი სიკვდილიანობა." ამბობს მეუფე იაკობი.

მეუფე იაკობი თვლის, რომ ერთპარტიულ პარლამენტს საკმარისი ნდობა არ ექნება. სასულიერო პირი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობს.

"არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას დღეს ხალხში საკმარისი ნდობა არ აქვს და ეს არჩევნების პირველ ტურშიც გამოჩნდა.. რა ხდება მერე? ნაწილი ამბობს, რომ შედის, ნაწილი ამბობს რომ არ შედის. მე საერთოდ არ მაინტერესებს ვინ შედის და ვინ არა - მე მაინტერესებს ერთი რაღაცა - რისთვის აგირჩიეთ, ერთმანეთში რომ გააგრძელოთ ეგ ბრძოლა უაზროდ?... მართლაც რომ გადადებულიყო რა იქნებოდა ხო? რომ ჩავატარეთ რა მივიღეთ? მოდით მარტივად შევხედოთ, შევიდა 90კაცი და სხვა არავინ - რა პარლამენტი იქნება?! და გინდა აირჩიონ მინისტრები, ხომ იცით რომ ისეთი ნდობა არ ექნებათ?..."- თქვა იაკობმა.

მისივე თქმით "ამოდენა ბერკეტები, რო გაქ და თბილისში ერთ რაიონსაც ვერ იგებ, ბევრის მანიშნებელია".

მეუფე იაკობი "ქვეყნით ვაჭრობის" მცდელობაზეც ამახვილებს ყურადღებას:

"ვისზე ვაჭრობ, საქართველოზე ვაჭრობ? საქართველო ხომ მძიმე მდგომარეობაშია. ახლა რომ შემოვიდეს რუსი, რამდენს ჩამოგვაცილებს არ ვიცით? ამიტომ კეთილი ინებონ და არჩევნებმა ამდენი მსხვერპლი და დაავადებული გამოიწვია, თავის თავზე აიღონ პასუხისმგებლობა და ისე გააკეთონ , რომ ერი არ დაზიანდეს"- დასძინა მან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42