"არც წყალი, არც შუქი, არც საჭმელი, ფაქტიურად გვაშანტაჟებენ" - ომანში ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ
საზოგადოება - 13:06, 23 Jan, 2021     670

ქართველი მეზღვაურები, რომლებიც ომანში, პორტში არიან გაჩერებულები დახმარებას ითხოვენ. მეზღვაურების თქმით, გემის დატოვებასა და ხმელეთზე გადასვლას ვერ ახერხებენ.

მეზღვაურებს ესაჭიროებათ საკვები, სასმელი წყალი და მედიკამენტებიც, რომელთა მარაგიც თითქმის ამოეწურათ. გემის ეკიპაჟი 24 წევრისგან შედგება, მათგან 15 საქართველოს მოქალაქეა, მათ ორი თვის წინ ჩამოართვეს პასპორტი და დოკუმენტაცია, რის გამოც მათ ომანში გადაადგილების უფლებაც არ აქვთ.

"არც წყალი, არც შუქი, არც საჭმელი, ფაქტიურად გვაშანტაჟებენ, ასე გამოდის. პრობლემა დაახლოებით, დაწყებულია 2 თვის წინ, ვიმყოფებით ომანში, კომპანია ჩვენზე პასუხისმგებლობას აღარ იღებს, არც საკვებზე, არც წყალზე, არც ხელფასზე. პასპორტებს არ აბრუნებენ უკან, ჩვენი მოთხოვნაა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება", - ამბობს, მეზღვარური, ზურა თურმანიძე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ტვირთის მფლობელსა და გემთმფლობელს შორის მიმდინარე კერძო სამართლებრივი ხასიათის დავის გამო გემი გაჩერებულია ომანში.

მათი თქმით ისინი ყველა ჩართულ მხარესთან მუშაობენ, როგორც მეზღვაურებთან, ასევე, გემის მფლობელთან, ტვირთის მფლობელთან და მის აგენტთან ომანში.

"სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მეზღვაურები ამჯერად არიან ნორმალურ პირობებში, პროცესში ჩართულია საქართველოს საელჩოც, რომელმაც უკვე მიმართა ომანურ მხარეს ქართველი მეზღვაურების რეპატრიაციასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

მათი განცხადებით, საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ, მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდებიან.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
“რომელი ბრალი? ვახოს გარედან ვუსმენდი და ბოლო სიტყვები რაც მოვისმინე…” – შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის მშობელი ამბობს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს გააპროტესტებენ
"ციხეში მარტო ვიყავი, სხვა პატიმრები არ მინახავს“ - რას ჰყვება გატაცებული მალხაზ დოლუაშვილი, რომელიც ოკუპანტებმა დღეს გაათავისუფლეს
ზურაბიშვილი: საკვირველია რეაქციები... ნუთუ არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ
"როგორც დარაზმულად მოვიდნენ და დააპატიმრეს ნიკა მელია, ასე დარაზმულად დაეწყონ და გამოუშვან, ვერანაირი მოლაპარაკება ვერ იქნება ლეგიტიმური, თუ მას მელია არ დაესწრება" - ჭიჭინაძე
ოკუპანტებმა ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს - სუს-ი
რა შემთხვევაში დასრულდება პანდემია და როდის დაუბრუნდება მსოფლიო ჩვეულ რიტმს – ბილ გეითსის განმარტება
ადმინისტრაცია გახარიას გუნდის კიდევ ერთმა წევრმა დატოვა - ვინ იქნება შემდეგი
როგორც კი მიშელი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია
"მამაჩემი არ მელაპარაკებოდა" - რუსკა ქარქაშაძე მშობლებთან ურთიერთობაზე
ანჯელინა ჯოლიმ ჩერჩილის ნახატი, რომელიც მან რუზველტს აჩუქა, 11,5 მლნ. დოლარად გაყიდა
"ნუ ითამაშებთ" - ლელა კაკულია საპატრიარქოს აფრთხილებს
"დედაკაცი, რომელიც მოკლე კაბით ან შარვლით დადის, 100 ლარით უნდა დაჯარიმდეს" - დეკანოზ თადეოზის მორიგი ხმაურიანი ქადაგება
რა წესების დაცვა მოუწევთ რესტორნებს? - განახლებული რეგულაციები
შაქარაშვილის საქმე: დამნაშავე არ ვარ, ფეხებით რომ დამკიდონ და დენზე შემაერთონ, ტყუილს არ ვიტყვი - არჩილ გაგნიძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42