ზეთისხილის მოსავალი წელს 2,5-ჯერ გაიზარდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:28, 19 Feb, 2021     784

ზეთისხილის მოსავალი წელს 2,5-ჯერ გაიზარდა. როგორც კომპანია „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელი გიორგი სვანიძე აცხადებს, დღეისათვის უფრო ბევრი ფერმერი და კომპანიაა დაინტერესებული ზეთისხილის პლანტაციების გაშენებით. ხოლო რაც შეეხება საექსპორტო ბაზარს, მარაგები მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე ცოტაა.

ბიზნესმენი განმარტავს, რომ რაც უფრო მეტი პლანტაცია გაშენდება და მეტი მოსავალი იქნება, საექსპორტო ბაზრისთვისაც უფრო მეტი პროდუქცია გაჩნდება და ქართული ზეთისხილით ისეთი დიდი ქსელების მომარაგება მოხდება, როგორიცაა კარფური და სხვა.

„წელს ზეთისხილისთვის ძალიან კარგი ამინდი იყო. დაახლოებით 2,5-ჯერ მეტი ზეთისხილი მოვიდა, ზუსტი რაოდენობის თქმას მარტის ბოლოს შევძლებთ. გაზრდილია ზეთისხილის პლანტაციების რაოდენობაც. ზეთისხილის რთველის მიმდინარეობისას, დილით ექვს საათზე ვხსნიდით ქარხანას და ფერმერების რიგები იდგა პროდუქტის ჩაბარებაზე. გვიხარია, რომ ხალხმა უკვე აქტიურად დაიწყო ზეთისხილის დარგვა. უკვე დიდმა კომპანიებმაც გამოხატეს სურვილი ამ კულტურის გაშენებასთან დაკავშირებით. რამდენიმე ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება უკვე გავაფორმეთ, მაგალითად KTW-სთან, სადაც ასობით ჰექტარი ზეთისხილის დარგვაზე ვსაუბრობთ, ასევე "საპარტნიორო ფონდთან". ჩვენც, რა თქმა უნდა, ნარგავი ფართობების მოცულობას ყოველწლიურად ვზრდით,“ - აღნიშნა გიორგი სვანიძემ.

მისივე განმარტებით, ზეთისხილის კულტურამ კახეთის გარდა, სხვა რეგიონებშიც გაამართლა. გიორგი სვანიძე ფერმერებს ამ კულტურით დაინტერესებას ურჩევს.

„წარმოიდგინეთ, ეს ათასწლიანი კულტურაა. საუკუნეების განმავლობაში ზეთისხილს მოსავალი მოაქვს. ზეთისხილის გაშენება ისეთი საქმეა, რომელიც შთამომავლობას გამოადგება. დღეს დიდ ქსელებთან საუბარი გვიჭირს, რადგან პროდუქცია არ გვყოფნის. რაც მეტი პლანტაცია გაშენდება მით მეტი პროდუქცია გვექნება. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა რეგიონში მოყვანილი ზეთისხილის გემო სრულიად განსხვავებულია. მაგალითად, ტარიბანაში, სიღნაღსა თუ ბაღდადში მოყვანილ ზეთისხილს ერთმანეთისგან განსხვავებული გემოვნური თვისებები აქვს,“ - განმარტა გიორგი სვანიძემ.

სვანიძე ამბობს, რომ "ქართული ზეთისხილის" კომპანიისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლება, თუმცა რადგან მოთხოვნა მზარდია და ამ კულტურის მიმართ ინტერესიც მკვეთრად გაზრდილია, საზღვარგარეთ პირველი პარტიის გატანა შემოდგომისთვის იგეგმება.

როგორც ცნობილია, ქართული ზეთი პირველად 2016 წელს გამოჩნდა და მან ადგილობრივი ბაზრის 10-12% დაიკავა, დღეს კი იმპორტირებული პროდუქტის დაახლოებით 20-22% ჩანაცვლებულია.

2016 წლის 26 მარტს, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში "ქართული ზეთისხილის" გადამამუშავებელი პირველი ქარხანა გაიხსნა.

ზეთისხილის საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. ქარხნის წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა ზეთისხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.

ცნობისათვის, ქართული ზეთისხილის კულტურის აღორძინებაზე ზრუნვა მისი უწმინდესობის, პატრიარქის და ქართული დიასპორის თანადგომით დაიწყო. ამ უნიკალურ პროექტში კომპანიებმა „ქართული ზეთისხილი“ და „ჯეო ოლივი“ რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია განახორციელა, რის შედეგედაც 300 ჰექტარზე ზეთისხილის პლანტაცია (250 ათასი ზეთისხილის ნერგი) გაშენდა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
როდის უნდა მიმართოს კლინიკას ვაქცინირებულმა - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები
პოზიცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა - ვიდრე არ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, სივრცე შემდგომი დისკუსიის არ არსებობს - აკაკი მინაშვილი
"არ მაპატიეს გინება, ავდექი და შევაგინე ხო? ვარ პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი" - გოგი წულაია
შევა თუ არა პარლამენტში ელენე ხოშტარია
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეხვედრა ჩაინიშნა
ვითარება მძიმდება, იძულებული გავხდებით, შეზღუდვები შემოვიღოთ - იმნაძე
ტრაგედია დიდ დიღომში - აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა დაიწყო
კარგი იქნება, ოპოზიციამ შეთანხმებასთან მიმართებით ერთიანი მიდგომა შეინარჩუნოს - სამადაშვილი
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციაზე საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო
ბაქრაძის განცხადება უხერხული და არაკორექტულია - გიგა ბოკერია
"მარიამი მოისროლა, არ სუნთქავდა, სისხლი მოსდიოდა, ვღრიალებდი..." - აჩიკო გულედანი და ნინი ბუკია ტრაგიკულ შემთხვევაზე
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42