ლოპოტაზე მზის ელექტროსადგური თიბისი ლიზინგის დაფინანსებით აშენდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:14, 22 Feb, 2021     715

ლოპოტას ტბაზე თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით 460 კილოვატიანი მზის ელექტროსადგური აშენდება. თიბისი ლიზინგის დაფინანსების შედეგად „ლოპოტა ტბის სპა რეზორტი“ შეძლებს მაღალი ხარისხის, ელექტროენგიის გამომუშავების თანამედროვე სისტემის გამართვას.

ლოპოტას შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის ლიზინგით შეძენა 7 წლით დაუფინანსდება, რომლის დაფარვის შემდეგაც, 20 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, უფასო ელექტროენერგიით ისარგებლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის მოთხოვნა განპირობებულია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდით, რომელიც ამ ეტაპზე შეადგენს 0.3196 თეთრს 1 კილოვატზე.

ამ მასშტაბის პროექტს თიბისი ლიზინგი პირველად ახორციელებს. თიბისი ლიზინგი პროექტის ღირებულების 100 % -ს დააფინანსებს, რაც დანადგარების ყიდვის გარდა, ასევე, მათ მონტაჟს და დამატებით აქსესუარების შეძენასაც მოიცავს. ელექტროსადგურის ტექნიკურ აღჭურვას კომპანია „ჰელიოს ენერჯი“ უზრუნველყოფს.

მზის ენერგია განახლებად ენერგეტიკულ რესურს მიეკუთვნება, რომელიც ამოუწურავია, არ საჭიროებს მოპოვებას და ტრანსპორტირებას. მზის პანელები აგროვებენ სუფთა, განახლებად ენერგიას სინათლის სახით და მას ელექტროენერგიად გარდაქმნიან.

მზის ელექტრო სადგურის უპირატესობები:

· მინიმალური ზიანი გარემოზე;

· სერვისისა და მოვლის დაბალი ხარჯები;

· გამარტივებული ექსპლუატაცია და დემონტაჟი;

· ცენტრალურ ქსელზე დაერთების შესაძლებლობა;

· გრძელვადიანი ინვესტიცია;

· ინვესტიციის უკუგების მცირე პერიოდი.

„ჩვენთვის მსგავსი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ჩვენ საშუალებას ვაძლევთ ლოპოტას, რომ ის თანხები, რომელიც წლების განმავლობაში ელექტროენერგიის გადასახადებს ხმარებოდა, გამოათავისუფლოს და ლიზინგის დაფარვის შემდეგ ისევ ბიზნესის განვითარებას მოახმარს,“ - განაცხადა გაგა გოგუამ, თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორმა.

ლოპოტამ „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის ასაშენებლად ნებართვა უკვე მოიპოვა, სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა
შარლ მიშელი ხვალ საქართველოს ეწვევა
2021 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი (ფოტო, ვიდეო)
შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი ხელს აწერს
შარლ მიშელი: "საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს შეთანხმებაზე ხელმოწერას"
ოპოზიციის ნაწილი, ხელისუფლება და ელჩები EU-ს ოფისიდან პრეზიდენტის სასახლეში მიდიან
მზად ვარ ინდივიდუალურად მოვაწერო ხელი დოკუმენტს - სალომე სამადაშვილი
პრეზიდენტის კი არა, ტყვეებით მოვაჭრის ტექსტი იყო - ნიკა გვარამია
როდის უნდა მიმართოს კლინიკას ვაქცინირებულმა - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები
პოზიცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა - ვიდრე არ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, სივრცე შემდგომი დისკუსიის არ არსებობს - აკაკი მინაშვილი
"არ მაპატიეს გინება, ავდექი და შევაგინე ხო? ვარ პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი" - გოგი წულაია
შევა თუ არა პარლამენტში ელენე ხოშტარია
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეხვედრა ჩაინიშნა
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42