"როგორც პასუხისმგებელი პირი, ბოდიშს ვიხდი ხარვეზისთვის, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ამჟამად გასწორებულია", - ნათქვამია განმარტებით განცხადებაში.
მთავრობის მიერ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განახლებული განცხადება კი ასე გამოიყურება:
"საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა.
1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია საქართველოში შემოიჭრა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური ჯარის ნაწილები თბილისში შემოვიდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დღეებში ჯარისკაცთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
იუნკერები საქართველოს თავისუფლებისთვის 1921 წლის 17-25 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან იბრძოდნენ", - ნათქვამია განახლებულ განცხადებაში, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შეცვლილ ტექსტში მაინც არის გაშვებული უზუსტობა.
აღნიშნულ განცხადებას გამოხმაურა ისტორიკოსი ბექა კობახიძე, რომელიც იმ ტექსტში არსებულ უზუსტობაზე სოციალურ ქსელში დეტალურად წერს:
"25 თებერვალს, ოკუპაციის 100 წლისთავზე, საქართველოს ისტორიის ცოდნასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა იქცევა ისე, ოროსან ბავშვს გაკვეთილის მოსაყოლად რომ გამოიძახებენ, ჰაერში იყურება და სისულელეების მოყოლას იწყებს.
ჩემი გუშინდელი პოსტის შემდეგ „შეასწორეს” თავიანთი განცხადება, მაგრამ ისევ ისეთი სისულელე დადეს.
საბჭოთა რუსეთი შემოიჭრა არა 17 თებერვალს, არამედ 11-12 თებერვლის ღამეს. ყველაზე საბედისწერო ბრძოლები სწორედ 11-17 თებერვლის ინტერვალში იყო.
იუნკრებს ძალიან ცუდად გადაეკიდნენ. ახლა იალღუჯასთან ბრძოლა დააბრალეს.
თან ეს გააკეთეს ისე, რომ განცხადებაც გაავრცელეს, ბოდიში შეგვეშალაო, ახლა კარგად დავფიქრდით და კრისტალიზებულ ინფორმაციას გთავაზობთო", - წერს იტორიკოსი.
მასალის გამოყენების პირობები