"ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში თებერვლის თვეში უნდა შემოსულიყო, თუმცა, ბევრს არც გაუკვირდება, რომ ასე არ მოხდა. საზოგადოების დიდი ნაწილი პესიმისტურად არის განწყობილი ჯანდაცვის სამინისტროს ეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით და მისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აღარ ელის. ასეთივე განწყობა აქვს ხელისუფლების მიმართ, რომელიც საკუთარი ეფექტურუნარიანობით გამსჭვალულ განცხადებებს აკეთებს კორონავირუსთან ბრძოლის ასპექტით, თუმცა, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ბოლოა, რომელიც ვაქცინას მიიღებს (?).
სააგენტო ინტერპრესნიუსმა "კოვაქს პლატფორმას" ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე შეკითხვით მიმართა. "კოვაქს პლატფორმამ" თავის მხრივ განაცხადა, რომ თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს:
"კოვაქსი“ მოელის, რომ გზავნილების ძირითადი წილი მარტში განხორციელდება.
თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ" - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს"
რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, მათი განმარტებით, "ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა „კოვაქსის პლატფორმიდან“ დოზების მიღება შეძლოს".
მასალის გამოყენების პირობები