სანამ ჯანდაცვის სამინისტრო "კოვაქს პლატფორმის" ზარს ელოდება... ანუ ამბავი უვაქცინოდ დარჩენილი ქვეყნისა
COVID-19 - 17:00, 01 Mar, 2021     495
მას შემდეგ, რაც ჩვენი საზოგადოება პანდემიისგან გამოწვეული სტრესის ფონზე თებერვლის თვეს იმედიანად შეჰყურებდა და ეს იმედიც გაუცრუვდა, დაპირებები ახალი ინტერპრეტაციით წამოვიდა. ალბათ ფიქრობდნენ, რომ თებერვლამდე ტყუილი დაპირებებით ხალხში ამბოხის გრძნობას დროებით ჩაახშობდნენ, თუმცა, თებერვალი ისე გაიპარა, რომ უფრო დამაჯერებელი ტყუილის თქმა ვეღარ მოახერხეს.


საქმე იმაშია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც ასე ველოდით, ჯერ კიდევ ვერ ჩამოვა საქართველოში და ისიც არ ვიცით, როდის მოხდება ეს. ყოველდღიური ათობით გარდაცვლილი კი მხოლოდ სტატისტიკად გვექცა და თითქოს მივეჩვიეთ კიდეც, ყოველდღიურ წესრიგად აღვიქვით და კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, როგორ გაგვწირა სიკვდილისთვის იმ ჯგუფმა, რომელიც კრიზისის დროს საუკეთესო ქულებს იწერს სხვების თვალში და ამ კრიზისის მართვის ელემენტარული ცოდნაც კი არ აქვს, არა და თანამდებობაზე სწორედ ამიტომ დაინიშნა.

აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ „კოვაქს პლატფორმასთან“ კონკრეტული საჭირო დოკუმენტაცია დროზე ვერ უზურუნველყო, ხოლო ვაქცინის დაგვიანებასთან დაკავშირებით ძალიან მარტივ მიზეზებს იძლეოდა მანამ, სანამ „კოვაქს პლატფორმამ“ თავისი სიმართლე არ გააჟღერა.

როგორც მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ჩანიშნულ სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა, „კოვაქს ლპატფორმამ“ დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა ჯადაცვის სამინისტროსგან, რომელიც ფინანსურ გადაზღვევასთან არის დაკავშირებული. დამატებითი დეტალების გასარკვევად კი ამავე „კოვაქს პლატფორმისგან“ სატელეფონო ზარს ელოდებოდნენ... მოლოდინის რეჟიმი უცნაურად „გაიწელა“ და არც ერთს არ მოსვლია აზრი, რომ მოთხოვნებითა და შეხსენებებით მოსვენება არ მიეცათ ვაქცინის დროულად მოწოდების მიზნით.

სამაგიეროდ, გაბუნიასგან მოვისმინეთ განმარტება, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ვაქცინის მისაღებად:

2020 წლის 18 სექტემბერს, როცა შეიქმნა Covax პლატფორმა, საქართველო შუერთდა;

2020 წლის 8 ოქტომბერს ქვეყანამ გადაიხადა 5 მილიონ 300 ათასი დოლარი, რომ მოსახლეობის 20%-სთვის გვქონოდა ვაქცინები წლის ბოლომდე;

2020 წლის ნოემბერში დაიწყო მუშაობა ვაქცინის დანერგვის გეგმაზე;

2021 წლის 21 იანვარს დამტკიცდა ვაქცინის დანერგვის გეგმა;

2021 წლის 18 იანვარს ქვეყანამ გააკეთა განაცხადი Covax პლატფორმაზე მზაობის დასადასტურებლად, რომ მზად არის მიიღოს ნებისმიერი ცივი ჯაჭვის მოთხოვნების ვაქცინა;

2021 წლის 28 იანვარს, მზაობის შეფასების საფუძველზე, ქვეყანამ მიიღო დამადასტურებელი წერილი, რომ მას გადაეცემა ფაიზერის 29 ათასი და AstraZeneca 180-დან 300 ათასამდე დოზა;

2021 წლის 28 იანვრის შემდეგ ქვეყანამ დაიწყო მუშაობა შესყიდვის პროცედურებზე Covax-ის საშუალებით, როგორც მიმწოდებელთან, ასევე Covax-ის გუნდთან.

აღმოჩნდა, რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან კოვაქსმა „გარკვეული დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა. გაბუნიას განცხადებით, კოვაქსის წერილში არის მითითებული, რომ ბოლო 3 კვირა ჰქონდათ აქტიური კომუნიკაციები Pfizer-თან და ვიდრე Pfizer არ გადაჭრიდა "დამატებითი მოთხოვნების" თემას საქართველოს მთავრობასთან და Covax პლატფორმასთან, ვაქცინის შემოტანა გადავადდებოდა.

გაბუნია ვერ აკონკრეტებს, როდის შემოვა ვაქცინა და საზოგადოების წინაშე დადო პირობა, რომ ამასთან დაკავშირებით განცხადებას აუცილებლად გააკეთებს, როგორც კი დასტური ექნება. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაქცინის გადავადება არ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას ვაქცინის მისაღებად.

მისი განმარტებით, მარტის ბოლოს ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვა, Covax პლატფორმის საშუალებით და Unicef-ის მექანიზმით. მისი თქმით, ამ კვირაში ასრულებენ თანხის გადარიცხვას Unicef-ისთვის, რომ მიაწოდონ პირველი დოზები.

გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ ვაქცინის შემოტანაში ქვეყანას ხელს არაფერი უშლის, რადგან ყველა მხარე გამართულია. მისი განმარტებით, AstraZeneca-ს შემთხვევაში, ქვეყანამ გაიარა პასუხისმგებლობების დაზღვევის ეტაპი, რომელსაც ხელი მოეწერა და ასევე, გამოხატა მარეგულირებლის მიერ მზაობა, რომ შემოსული AstraZeneca-ს ვაქცინა იქნება რეგისტრირებული. თუმცა, კონკრეტული ვადა აქაც უცნობია.

ამასობაში კი კორონავირუსით სიკვდილიანობის ასაკმა ქვემოთ დაიწყო დაწევა და უამრავი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ მაჩვენებელმა დამატებითი შიში გამოიწვია ქვეყანაში, რადგან არავინ იცის, ვის როგორ გაურთულდება ინფექცია, რადგან, აღმოჩნდა, რომ ეს იმუნიტეტთან და ქრონიკულ დაავადებასთან კავშირში აღარ არის.

ჯანდაცვის სამინისტროში კი ისევ კოვაქსის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის მოლოდინში არიან... და ეს მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებიდან ელჩები და სპეციალური წარმომადგენლებიც კი ჩარეულნი არიან საქმეში, რათა მათი ქვეყნები ვაქცინის გარეშე არ დარჩეს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ - კალაძე
"თავის შვილები არ უცემია და ეგენი რატომ უნდა ეცემა" - ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
კახა კალაძე: ამნისტია შეეხება ყველას, ეს შეთანხმების დოკუმენტშიც ჩაიწერა
კლინიკაში ბოლო 2 კვირა თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია - ლევან რატიანი
სანამ არ დაინფიცირებულხართ, გააჩინეთ ბავშვები!.. თანახმა ვარ, ნათლია ვიყო – გიორგი ფხაკაძე (ვიდეო)
ფოტო საჩხერის კლინიკიდან - 101 წლის ვენერა პაპიძემ კორონაირუსი დაამარცხა
30 ორიგინალური იდეა მინიმალისტური ტატუების მოყვარულებისთვის
არასრულწლოვანთა ტრეფიკინგი - პროკურატურის ოფიციალური განცხადება
ბათუმში ფონდ "იალქანის“ საქველმოქმედო აქცია ტარდება - აქციას უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც შეუერთდნენ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4464 ლარი გახდა - ლარის უახლესი კურსი
თბილისში, თამარ მეფის ხიდთან, ავტომანქანას ხე დაეცა
მკვლელობა აბასთუმანში - დეტალები
კარგი ამბავი - საჩხერის სამედიცინო ცენტრში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა
USAID-ის და თიბისის კოლაბორაცია აგროსრექტორის მხარდასაჭერად
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42