სასწავლო პროცესი თსუ-ში
საზოგადოება - 18:18, 01 Mar, 2021     475

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესი 1 მარტს ონლაინ რეჟიმში დაიწყო. სასწავლო პროცესი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ შექმნილი ეპიდსიტუაციის შესაბამისად დაგეგმა. თუ რა ფორმატით გაგრძელდება სასწავლო პროცესი 15 მარტიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოები იმსჯელებენ, რის შემდეგაც აკადემიური საბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სრულ ინფორმაციას სტუდენტები უახლოეს დღეებში მიიღებენ.

თსუ კანცლერის ლაშა საღინაძის ინფორმაციით, გაზაფხულის სემესტრის პირველ ეტაპზე თეორიული კომპონენტით სწავლება განხორციელდება, პრაქტიკული კომპონენტი კი შემდგომ შევა ძალაში. „სემესტრის დასაწყისში სასწავლო პროცესი შედგება თეორიული კომპონენტებისგან. 15 მარტის შემდგომ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით იმ მიმართულებებზე, სადაც სრულყოფილი განათლების მისაღებად პრაქტიკული სწავლებაა საჭირო, სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება,- აღნიშნა ლაშა საღინაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების სამივე საფეხურზე 240-მდე აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს. უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 22 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
2021 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი (ფოტო, ვიდეო)
შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი ხელს აწერს
შარლ მიშელი: "საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს შეთანხმებაზე ხელმოწერას"
ოპოზიციის ნაწილი, ხელისუფლება და ელჩები EU-ს ოფისიდან პრეზიდენტის სასახლეში მიდიან
მზად ვარ ინდივიდუალურად მოვაწერო ხელი დოკუმენტს - სალომე სამადაშვილი
პრეზიდენტის კი არა, ტყვეებით მოვაჭრის ტექსტი იყო - ნიკა გვარამია
როდის უნდა მიმართოს კლინიკას ვაქცინირებულმა - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები
პოზიცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა - ვიდრე არ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, სივრცე შემდგომი დისკუსიის არ არსებობს - აკაკი მინაშვილი
"არ მაპატიეს გინება, ავდექი და შევაგინე ხო? ვარ პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი" - გოგი წულაია
შევა თუ არა პარლამენტში ელენე ხოშტარია
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეხვედრა ჩაინიშნა
ვითარება მძიმდება, იძულებული გავხდებით, შეზღუდვები შემოვიღოთ - იმნაძე
ტრაგედია დიდ დიღომში - აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42