თურქეთში დროებით დასაქმების მსურველებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
საზოგადოება - 11:46, 02 Mar, 2021     504

თურქეთში დროებით დასაქმების მსურველთათვის რეგისტრაცია განახლდა. იმ პირებს, რომელთაც ერთხელ უკვე ისარგებლეს მოწვევის წერილის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვით, ავორიზაციის გავლა სააგენტოს ვებგვერდზე კვლავ შეეძლებათ.

საელჩოს ინფორმაციით, დაინტერესებულმა პირებმა პირადი მონაცემების გამოყენებით განაცხადი ხელახლა უნდა ატვირთონ.

"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს რეკომენდაციითა და აქტიური ჩართულობით ჩატარებული ტექნიკური სამუშაოების შედეგად, ამიერიდან, შესაძლებელი იქნება თურქეთის რესპუბლიკაში ჩამოსვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეთა ხელახალი რეგისტრაცია სისტემაში. კერძოდ, იმ პირებს, რომელთაც ერთხელ უკვე ისარგებლეს მოწვევის წერილის საფუძველზე, აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვით, შეეძლებათ, კვლავ გაიარონ ავტორიზაცია ხსენებული სააგენტოს ვებ-გვერდზე( https://abroadworkers.moh.gov.ge), პირადი მონაცემების გამოყენებით და ხელახლა ატვირთონ განაცხადი.

ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაშიც, აუცილებელია 2021 წელს გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული მოწვევის წერილისა და ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანის წარდგენა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26"- წერია თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შარლ მიშელი: "საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს შეთანხმებაზე ხელმოწერას"
ოპოზიციის ნაწილი, ხელისუფლება და ელჩები EU-ს ოფისიდან პრეზიდენტის სასახლეში მიდიან
მზად ვარ ინდივიდუალურად მოვაწერო ხელი დოკუმენტს - სალომე სამადაშვილი
პრეზიდენტის კი არა, ტყვეებით მოვაჭრის ტექსტი იყო - ნიკა გვარამია
როდის უნდა მიმართოს კლინიკას ვაქცინირებულმა - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები
პოზიცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა - ვიდრე არ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, სივრცე შემდგომი დისკუსიის არ არსებობს - აკაკი მინაშვილი
"არ მაპატიეს გინება, ავდექი და შევაგინე ხო? ვარ პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი" - გოგი წულაია
შევა თუ არა პარლამენტში ელენე ხოშტარია
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეხვედრა ჩაინიშნა
ვითარება მძიმდება, იძულებული გავხდებით, შეზღუდვები შემოვიღოთ - იმნაძე
ტრაგედია დიდ დიღომში - აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა დაიწყო
კარგი იქნება, ოპოზიციამ შეთანხმებასთან მიმართებით ერთიანი მიდგომა შეინარჩუნოს - სამადაშვილი
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42