
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, Covax პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა, თანხა კი Covax პლატფორმას დღეს გადაერიცხა
"დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა Covax პლატფორმაზე 575 000 დოლარი გადარიცხა. მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი შესყიდვებს აწარმოებს გაერო-ს ბავშვთა ფონდის საშუალებით. დარწმუნებული იყავით, რომ Covax პლატფორმიდან ვაქციენების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა და ვაქცინაცია საქართველოში Covax პლატფორმიდან შემოსული, დიდი ალბათობით "ასტრაზენეკას" ვაქცინით, დაიწყება.
"ნოვოვაქსი" დაახლოებით 2 თვის შემდეგ განთავსდება Covax-ზე. გვეკითხებიან, არის თუ არა საქართველო. ეს ახალი ინოვაციური ვაქცინაა, რომელსაც საქართველო მიიღებს და ჩვენ უშუალოდ მის მწარმოებელთან გვაქვს მოლაპარაკება დამატებითი დოზების მიღებაზე.
"ფაიზერთან" უნდა ჩაინიშნოს სატელეფონო მოლაპარაკება და დარწმუნებული ვარ, ის დოზები, რაზეც Covax შეპირებული იყო, 29 250 დოზა, ამას ქვეყანა მალე მიიღებს",- განაცხადა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები
