
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მედიასთან დღეს გაკეთებული კომენტარებიდან, ირკვევა, რომ არაფერი - პრემიერი ღარიბაშვილი მიშელის გაფრენიდან რამდენიმე საათში ძველ რიტორიკას დაუბრუნდა და თქვა, რომ უკან დახევას არ აპირებს: "ვადამდელი არჩევნების საკითხი წითელი ხაზია" - აცხადებს ღარიბაშვილი.
მთავრობის მეთაური ამბობს, რომ "კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს", თუმცა იქვე ოპოზიციას "დესქტუქციაში ადანაშაულებს". ირაკლი ღარიბაშვილი ისევ "ოპოზიციის კონსტრუქციულ" ნაწილს ეძებს.
თუმცა ერთია - რას ამბობს, ღარიბაშვილი ტელეკამერების წინ და მეორეა - რა თქვა მან ოპოზიციისთან შეხვედრაზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით ორბელიანების სასახლეში გვიან ღამით დასრულდა.
"ნიუპოსტისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ღარიბაშვილი მიშელთან შეხვედრისას დიალოგის აუცილებლობას მუდმივად ხაზს უსვამდა და იმასაც დაეთანხმა და აღიარა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. პრემიერი ამბობდა, რომ ჩიხიდან გამოსასვლედად ყველაფერს გააკეთებდა.
ევროპულის საბჭოს პრეზიდენტმა პრემიმერი ღარიბაშვილი გააფრთხილა და უთხრა, რომ კრიზისიდან გამოსავალი უნდა ნახოს ხელისუფლებამ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიშელმა პრემირ-მინისტრს დაუკონკრეტა, რომ "სულ რამდენიმე თვეში, ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მძიმე ვითარებაში, რომ უკან დაგრჩეთ ყველაფერი სხვა, მითუფრო არსებულ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით".
მიშელმა მიიღო ოპოზიციისგან მანდატი, რომ ბრიუსელში დაიწყოს მზადება მედიაციისთვის. ფაქტია, რომ ევროკავშირმა პოლიტიკური კრიზისის დარეგულირება აიყვანა უმაღლესი კონტროლის ქვეშ.
რა გააკეთა პრემიერმა დღეს? - ისტორიული შეხვედრიდან რამდენიმე სათში მშვიდობიანი მომიტინგეები დაშალა და 7 ახალგაზრდა დააკავა.
ღარიბაშვილს კრიზისის განსამუხტად 2 კვირიანი ვადა აქვს. საქართველდან წასვლის წინ შარლ მიშელმა პირდაპირ თქვა, რომ ბრიუსელში ასოცირების საბჭოზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ანგარიშს ჩაიბარებს, თუ რა შედეგი მოჰყვება ოპოზიციისა და "ოცნების" დიალოგს.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ახლა უკვე არჩევანი ხელისუფლებაზეა, რა გზას დაადგება "ქართული ოცნება" - ან გაათავისუფლებს ნიკა მელიას და სხვა პოლიტპატიმრებს და რიგგარეშე, სამართლიანი არჩევნების გზით აირჩევს ხელისუფლებიდან მშვიდობიანად წასვლას, ან როგორც ეს ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, იმედგაცრუებული საზოგადოება თავად გამოუტანს ივანიშვილის ხელისუფლებას განაჩენს.
ავტორი: დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები
