"ოცნება" უკან არ იხევს - "ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებზე არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება"
პოლიტიკა - 13:14, 02 Mar, 2021     642

საქართველოს პრემიერ მინისტრმა რიტორიკა და ტონი ისევ შეცვალა - ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გამგზავრებიდან რამდენიმე საათში ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი გუნდი მოქმედებს და იმოქმედებს "მხოლოდ ქვეყნის, ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე კონკრეტული პარტიების პირადი ახირების, თუ ინტერესების შესაბამისად'.

"თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენ ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ გავაგრძელოთ,"- თქვა მან.

„ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირე და ახლა მინდა, საჯაროდ დავაფიქსირო. საკითხი შეეხებოდა მელიას გამოშვებას. ჩემი პოზიცია იყო ის, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ბატონ მელიას, მის ოჯახს ან პარტიის წევრებს აქვთ სრული შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო, თუ მათ ინტერესებში შედის ბატონი მელიას ციხიდან გამოყვანა, ვიდრე საბოლოო განაჩენი დადგება საქმეზე, იგი იყოს გამოყვანილი ციხიდან.

მეორე საკითხი შეეხებოდა სრულ მზაობას საარჩევნო რეფორმის, ამაზე უკვე დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ეს მოიცავს ვრცელ კომპლექსურ საკითხებს, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ, გავაუმჯობესოთ საარჩევნო რეფორმა, ეს ეხება ადგილობრივ არჩევნებს, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს.

მესამე საკითხი - ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება. ეს მე გუშინ შეხვედრაზეც დავაფიქსირე. არავითარი ლეგიტიმური საფუძველი, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არ არსებობს ქვეყანაში.

ჩვენი გუნდი ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე კონკრეტული პარტიების პირადი ახირების, თუ ინტერესების შესაბამისად, თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენ ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ გავაგრძელოთ.

მე იქ გავეცანი და მოვისმინე მონაწილეებს საღი კონსტრუქციული მოსაზრებები, ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ვივარაუდო, რომ აღნიშნული დიალოგი კონსტრუქციული ნაწილთან ოპოზიციის გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით. რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთიან პარლამენტში მუშაობა, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკური ცხოვრებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ - კალაძე
"თავის შვილები არ უცემია და ეგენი რატომ უნდა ეცემა" - ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
კახა კალაძე: ამნისტია შეეხება ყველას, ეს შეთანხმების დოკუმენტშიც ჩაიწერა
კლინიკაში ბოლო 2 კვირა თავისუფალი საწოლი არ გაგვაჩნია - ლევან რატიანი
სანამ არ დაინფიცირებულხართ, გააჩინეთ ბავშვები!.. თანახმა ვარ, ნათლია ვიყო – გიორგი ფხაკაძე (ვიდეო)
ფოტო საჩხერის კლინიკიდან - 101 წლის ვენერა პაპიძემ კორონაირუსი დაამარცხა
30 ორიგინალური იდეა მინიმალისტური ტატუების მოყვარულებისთვის
არასრულწლოვანთა ტრეფიკინგი - პროკურატურის ოფიციალური განცხადება
ბათუმში ფონდ "იალქანის“ საქველმოქმედო აქცია ტარდება - აქციას უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც შეუერთდნენ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4464 ლარი გახდა - ლარის უახლესი კურსი
თბილისში, თამარ მეფის ხიდთან, ავტომანქანას ხე დაეცა
მკვლელობა აბასთუმანში - დეტალები
კარგი ამბავი - საჩხერის სამედიცინო ცენტრში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა
USAID-ის და თიბისის კოლაბორაცია აგროსრექტორის მხარდასაჭერად
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42