"საავადმყოფოში მოხვედრამდე ქუჩაში გვეძინა...ჯვრისწერისას გონზე მოვიდა, მღვდელს მადლობა უთხრა და გარდაიცვალა” – 23 წლის მარიამის სულისშემძვრელი ისტორია
სოც.მედია - 14:44, 02 Mar, 2021     8957

23 წლის მარიამ ძაგნიძე სიმსივნეს დააახლოებით 4 წელი ებრძოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დამარცხდა.

მარიამს მეუღლე ბექა ზაალიშვილი ცოლს ბოლო წუთამდე გვერდიდან არ მოშორებია.

მარიამ ძაგნიძეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი ქუთაისში დაუსვეს. მანამდე ყვარელში ექიმი ნერვის ანთებაზე მკურნალობდა. როდესაც ოჯახმა საქართველოში ყველა რესურსი ამოწურა, მარიამი ქმართან ერთად საფრანგეთში წავიდა – მკურნალობის გაგრძელება ლტოლვილის სტატუსით უნდოდა.

საავადმყოფოში მოხვედრამდე ცოლ-ქმარს ქუჩაში ეძინა. მერე კი, როცა ექიმებმა უთხრეს, რომ მარიამის დღეები დათვლილი იყო, სამშობლოში დაბრუნდნენ.

სიკვდილამდე სულ რამდენიმე საათით ადრე მარიამსა და ბექას მოძღვარმა ჯვარი დასწერა. ახალგაზრდა ქალი გონებაზე მოსულა, მღვდლისთვის მადლობა გადაუხდია და მალევე გარდაცვლილა.

"საფრანგეთში რომ ჩავიდნენ, კორონავირუსის ამბები დაემთხვათ. 5-6 თვე ექიმის გარეშე იყვნენ. მერე მედიკამენტოზური ქიმიები დაუწყეს. ამის მერე ფეხზეც წამოდგა, გაიარა კიდეც, ჭამაც დაიწყო.

მერე დაგვირეკეს, წაიყვანეთო. გვითხრეს, რომ აზრი აღარაფერს ჰქონდა, რადგან მეტასტაზები უკვე ტვინთან იყო მისული და მომენტებში გონებაც ეთიშებოდა.

ბოლო ქიმიები გაუკეთეს იმისთვის, რომ მგზავრობა შეძლებოდა და სამშობლოში ცოცხალი ჩამოსულიყო.

გარდაცვალების დროს პატარას ეძინა, უფროსი კი ყველაფერს შეესწრო. დაინახა, როგორ წავიდა დედა და სრული შოკი მიიღო.

პატარას გაღვიძებისთანავე უკითხავს, ჩემი ლამაზი დედიკო სად არისო. ჩემს დედამთილს უთქვამს, ანგელოზებმა წაიყვანესო. რატომ მოგვტაცეს, მამიკო სად იყო ამ დროსო" , - ამბობს მარიამის რძალი "სარკესთან ".






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
თუ ეს ერთი თვე მკაცრად არ დავიცავთ წესებს, ზაფხულისთვის სიტუაცია ძალიან მძიმე იქნება - პაატა იმნაძე
"მათ მოსაზრებებსა და რჩევებს გავითვალისწინებთ შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას" - ირაკლი კობახიძის ვიზიტი აშშ-ში დასრულდა
ბევრი დეტალია, რომელზე მუშაობაც კვლავ საჭიროა, ევროკავშირი მზადაა დასახმარებლად - ვიოლა ფონ კრამონი ოცნების გადაწყვეტილებაზე
კრემლის პასუხი სანქციებზე - რუსეთი 10 ამერიკელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
11 მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისში მამაკაცი მე-19 სართულიდან გადმოვარდა
ქობულეთში ძმამ ძმა სახლის გამო მოკლა
"ილაპარაკე ძალადობაზე - მოქმედების დროა!" - 17 აპრილს რუსთაველის თეატრის წინ აქცია დაიგეგმა
19 აპრილიდან 30 ივნისამდე, ცოტნე დადიანის ქუჩის კუთხიდან, ლიკანის ქუჩის კვეთამდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე და ექიმთა ჯგუფი ხვალ სოფელ სამთაწყაროში საქველმოქმედო აქციას გამართავენ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დენიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს
უმრავლესობა მხარს დაუჭერს ივნისის მოვლენების ამნისტიის დოკუმენტს - თალაკვაძე
სარალიძის მკვლელობის საქმე: მოპოვებულია ახალი მტკიცებულებები და ჩვენება - პროკურორი
რა პუნქტებისგან შედგება დოკუმენტი, რომელსაც "ქართული ოცნება" ხელს აწერს
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42