უმრავლესობის წარმომადგენლები მოლაპარაკებების პროცესში სანდო არ არიან, მიშელის თანდასწრებით ბატონ ღარიბაშვილს არ უხსენებია, რომ არჩევნები არის წითელი ხაზი - ბურჯანაძე
პოლიტიკა - 15:28, 02 Mar, 2021     739

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის, განცხადებით, შარლ მიშელი ძალიან გაკვირვებული იქნება იმ განცხადებებით, რაც დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, გუშინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის მედიაციით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დროს, ირაკლი ღარიბაშვილს არ უხსენებია, რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მათი პოზიცია უცვლელია.

„გუშინ ბატონი მიშელის თანდასწრებით ბატონ ღარიბაშვილს არ უხსენებია, რომ არჩევნები არის წითელი ხაზი. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენი უცხოელი პარტნიორები ძალიან გაკვირვებული დარჩებიან ამ კომენტარით იმიტომ, რომ ერთი და იგივე უნდა ილაპარაკო მედიატორის თანდასწრებითაც და მის წასვლის შემდეგაც, ეს არის ელემენტარული წესი“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის თქმით, ოპოზიცია პრემიერის და უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებამ ოპოზიციას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ისინი „მოლაპარაკებების პროცესში სანდო არ არიან“.

„ახლა სავსებით ბუნებრივია ეს შეკრება იმიტომ, რომ გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. მადლობა მინდა გადავუხადო შარლ მიშელს, ევროკავშირს ამ თანადგომისთვის და მედიაციისთვის. იმედია, მას კონკრეტული შედეგი მოყვება. ბატონი მიშელის მიერ წარდგენილ ტექსტში გამოკვეთილია როგორც პოლიტპატიმრების საკითხი, ასევე შესაძლო ვადამდელი არჩევნების საკითხი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სხვა საკითხებიც. ვერ გეტყვით, რომ დიდად აღფრთოვანებული დავრჩი დღევანდელი კომენტარებით, რომელიც ხელისუფლებისგან მოვისმინე. სიმართლე გითხრათ, სხვას არც არაფერს ველოდი, მაგრამ მაინც იმდენად მაღალი დონის პირია ახლა ჩართული, იმედი ვიქონიოთ, რომ ხელისუფლება უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება საკითხს“,-განაცხადა ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42