აქცია სოხუმში - ბჟანიას თანაშემწეს "საქართველოსთან თანამშრომლობაში" ადანაშაულებენ
პოლიტიკა - 15:39, 02 Mar, 2021     418
სოხუმში, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები აპროტესტებენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მრჩეველი საგარეოეკონომიკურ საკითხებში ბენურ კვირაია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც გარკვეული მოლაპარაკებები გამართა.

"ჩვენ ვაპროტესტებთ პრეზიდენტის მრჩევლის ვიზიტს, ასევე სოცქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ბენურ კვირაია დავით კვარაცხელიას სადღეგრძელოს სვამს და სახელობის პარკის გაშენებაზე საუბრობს. ეს კი ის პირია, ვინც 1992-93 წლებში ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა.

ჩვენ ვითხოვთ, რომ პარლამენტმა ან ფაქტის შესახებ საკუთარი აზრი მოგვახსენონ. მითუმეტეს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა - პრეზიდენტის მრჩველი ლაშა საკანია შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომლ;ებმაც ხატებით ხელში უკანონოდ გადმოკვეთეს ენგური," - აცხადებს ვეტერანთა მოძრაობა "არუაას" ლიდერი თემურ გულია.

გავრცელებულ ვიდეოში ბჟანიას თანაშემწე ასევე საუბრობს აფხაზი და ქართველი ხალხის ძმობაზე, წარსული უთანხმოების წარსულში დატოვების საკითხსა და სამომავლო თანამსრომლობაზე.

მიტინგის მიმდინარეობის დროს, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრაზე შეუშვეს.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ბჟანიას ადმინისტრაცია და განაცხადა, რომ ბენურ კვირაია 2021 წლის 19 თბერვლის შემდეგ მჟანიას თანაშემწე აღარ არის, ხოლო საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ვიდეო გასულ წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ სკურჩაშია გადაღებული.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
პრეზიდენტის კი არა, ტყვეებით მოვაჭრის ტექსტი იყო - ნიკა გვარამია
როდის უნდა მიმართოს კლინიკას ვაქცინირებულმა - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები
პოზიცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა - ვიდრე არ მოხდება ნიკა მელიას გათავისუფლება, სივრცე შემდგომი დისკუსიის არ არსებობს - აკაკი მინაშვილი
"არ მაპატიეს გინება, ავდექი და შევაგინე ხო? ვარ პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი" - გოგი წულაია
შევა თუ არა პარლამენტში ელენე ხოშტარია
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეხვედრა ჩაინიშნა
ვითარება მძიმდება, იძულებული გავხდებით, შეზღუდვები შემოვიღოთ - იმნაძე
ტრაგედია დიდ დიღომში - აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა დაიწყო
კარგი იქნება, ოპოზიციამ შეთანხმებასთან მიმართებით ერთიანი მიდგომა შეინარჩუნოს - სამადაშვილი
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციაზე საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო
ბაქრაძის განცხადება უხერხული და არაკორექტულია - გიგა ბოკერია
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42