"თუ დამისახელებენ კანდიდატს, რომელიც ჩემზე ბევრად მეტს გაუკეთებს ქვეყანას, ადგილს სიამოვნების დაუთმობ"- რა ხდება ტიკარაძე-გამყრელიძეს შორის?
პოლიტიკა - 16:11, 02 Mar, 2021     831
აქვს თუ არა დაპირისპირება ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესთან და აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას - ამირან გამყრელიძე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ დაპირისპირება მხოლოდ კორონავირუსთან აქვს.

"დაპირისპირება არსებობს ჩემსა და ერთ სუბიექტს შორის მარტო, ეს სუბიექტი გახლავთ კორონავირუსი, SARS-COV-2, რომელიც იწვევს დაავადებას, Covid-19-ს. აი ეს დაპირისპირებულობა არსებობს, რომელსაც მე ვებრძვი უკვე წელიწადი და ზუსტად ერთი თვეა. ხან მე ვჯობნი მას და ვჯაბნიდი სექტემბრის შუა რიცხვებამდე, მერე მან დამჯაბნა მე, სექტემბრის მეორე ნახევრიდან. შემდეგ დეკემბრის მეორე ნახევრიდან ისევ დაიწყო ამ ბრძოლაში ჩემი უპირატესობა და დღეს ისევ ჯერჯერობით მე ვჯაბნი მას. ვნახოთ, საბოლოოდ როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა.

არავითარი დაპირისპირება მე ქალბატონ ეკასთან არ მაქვს, ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ, გასაგებია, რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია, განხილვა და კამათი გვაქვს, ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ მე ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება გადადგომას ან გადაყენების საკითხს, გამყრელიძე ამბობს, რომ თუ დაუსახელებენ კანდიდატს, რომელიც მასზე ბევრად მეტს გაუკეთებს ქვეყანას, ის ადგილს სიამოვნებას დაუთმობს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
თუ ეს ერთი თვე მკაცრად არ დავიცავთ წესებს, ზაფხულისთვის სიტუაცია ძალიან მძიმე იქნება - პაატა იმნაძე
"მათ მოსაზრებებსა და რჩევებს გავითვალისწინებთ შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას" - ირაკლი კობახიძის ვიზიტი აშშ-ში დასრულდა
ბევრი დეტალია, რომელზე მუშაობაც კვლავ საჭიროა, ევროკავშირი მზადაა დასახმარებლად - ვიოლა ფონ კრამონი ოცნების გადაწყვეტილებაზე
კრემლის პასუხი სანქციებზე - რუსეთი 10 ამერიკელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
11 მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისში მამაკაცი მე-19 სართულიდან გადმოვარდა
ქობულეთში ძმამ ძმა სახლის გამო მოკლა
"ილაპარაკე ძალადობაზე - მოქმედების დროა!" - 17 აპრილს რუსთაველის თეატრის წინ აქცია დაიგეგმა
19 აპრილიდან 30 ივნისამდე, ცოტნე დადიანის ქუჩის კუთხიდან, ლიკანის ქუჩის კვეთამდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე და ექიმთა ჯგუფი ხვალ სოფელ სამთაწყაროში საქველმოქმედო აქციას გამართავენ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დენიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს
უმრავლესობა მხარს დაუჭერს ივნისის მოვლენების ამნისტიის დოკუმენტს - თალაკვაძე
სარალიძის მკვლელობის საქმე: მოპოვებულია ახალი მტკიცებულებები და ჩვენება - პროკურორი
რა პუნქტებისგან შედგება დოკუმენტი, რომელსაც "ქართული ოცნება" ხელს აწერს
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42