ოპოზიციის გადაწყვეტილება - აქციები გრძელდება, პიკეტირება არ მოხდება
პოლიტიკა - 16:51, 02 Mar, 2021     673

ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან გააკეთეს კომენტარები. მათი გადაწყვეტილებით, სახელმწიფო შენობების პიკეტირება არ მოხდება, რადგან ხელისუფლებას მოლაპარაკებების ჩასაშლელად დამატებითი საბაბი არ მისცენ.

ენმ-ს წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლების წევრების დღევანდელმა განცხადებებმა განაპირობა:

"მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი აქცია იყო სრულიად მშვიდობიანი და თავიდანვე გქონდა დაანონსებული, რომ შენობის არავითარი ბლოკირება არ იქნებოდა, უბრალოდ ვიდგებოდით პარლამენტის შესასვლელებთან. აქცია სკანდირებას ყოველთვის გულისხმობს. ჩუმი აქციები არ დაგვიანონსებია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მთავრობის მეთაურისგან მოვისმინეთ ბრალდებები რადიკალიზმზე და ა,შ

ხელისუფლებას კიდევ რომ არ მივცეთ დამატებითი საბაბი ამ პერიოდში, როცა არის შანსი, რომ მოლაპარაკებები შედგეს, ჩვენ ვისაუბრეთ აქციების ფორმატის შეცვლაზე, რომ მოლაპარაკების ჩაშლაზე არ იყოს ლაპარაკი. ეს აქციები დაანონსებულია, მაგრამ ისეთ ფორმას მივცემთ, რომ ხელისუფლებას ზედმეტ საბაბს არ მივცემთ" - აღნიშნა უდუმაშვილმა

ენმ-ს წევრის ხატია დეკანოიძის განმარტებით, ოპოზიცია არ აპირებს ხელისუფლებას ხელი შეუწყოს და არასწორად მოხდეს კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის:

"ამ ჩარჩოს შეთანხმებაში არის ორი უმნიშვნელოვანესი საკითხები: პირველი - პოლიტიკური პატიმრების, ნიკას და გიორგის გათავუსფლება და ვადამდელი რიგგარეშე არჩევნები, რაც შემდეგ დათქმით უნდა ჩაიტანონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროპაში და ესეთი რიტორიკით არ იქნება, რა თქმა უნდა, მარტივი. ასევე ვისაუბრეთ, მათ შორის იმაზე, რომ არ მივცეთ საბაბი გამოიყენოს ხელისუფლებამ და არასწორად მოხდეს კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის.

ჩვენ ვისაუბრეთ ასევე სხვადასხვა აქციების მოდიფიკაციაზე. მოდიფიკაცია იქნება, ვიმსჯელეთ ასევე ფორმებზე. პიკეტირება დღეს არ ყოფილა და პიკეტირება არ იქნება, იქნება სხვადასხვა ფორმით, ამაზე ვიმსჯელეთ და გავაგრძელებთ კიდევ მსჯელობას" - განაცხადა დეკანოიძემ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
თუ ეს ერთი თვე მკაცრად არ დავიცავთ წესებს, ზაფხულისთვის სიტუაცია ძალიან მძიმე იქნება - პაატა იმნაძე
"მათ მოსაზრებებსა და რჩევებს გავითვალისწინებთ შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას" - ირაკლი კობახიძის ვიზიტი აშშ-ში დასრულდა
ბევრი დეტალია, რომელზე მუშაობაც კვლავ საჭიროა, ევროკავშირი მზადაა დასახმარებლად - ვიოლა ფონ კრამონი ოცნების გადაწყვეტილებაზე
კრემლის პასუხი სანქციებზე - რუსეთი 10 ამერიკელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
11 მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისში მამაკაცი მე-19 სართულიდან გადმოვარდა
საზარელი შემთხვევა ქობულეთში - ძმამ შვილების წინ საკუთარი ძმა მოკლა
"ილაპარაკე ძალადობაზე - მოქმედების დროა!" - 17 აპრილს რუსთაველის თეატრის წინ აქცია დაიგეგმა
19 აპრილიდან 30 ივნისამდე, ცოტნე დადიანის ქუჩის კუთხიდან, ლიკანის ქუჩის კვეთამდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე და ექიმთა ჯგუფი ხვალ სოფელ სამთაწყაროში საქველმოქმედო აქციას გამართავენ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დენიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს
უმრავლესობა მხარს დაუჭერს ივნისის მოვლენების ამნისტიის დოკუმენტს - თალაკვაძე
სარალიძის მკვლელობის საქმე: მოპოვებულია ახალი მტკიცებულებები და ჩვენება - პროკურორი
რა პუნქტებისგან შედგება დოკუმენტი, რომელსაც "ქართული ოცნება" ხელს აწერს
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42