რა წესების დაცვა მოუწევთ რესტორნებს? - 8 მარტიდან კვების ობიექტები როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეების სრულად ამუშავებას შესძლებენ
COVID-19 - 17:33, 07 Mar, 2021     1127
8 მარტიდან, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე რესტორნები და კვების სხვა ობიექტები როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეების სრულად ამუშავებას შესძლებენ.

რესტორნებში კოვიდუსაფრთხოების მიზნით მისაღებ ზომებსა და რეგულაციებზე სარესტორნო ბიზნესის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად იმუშავეს.

რესტორნების ოპერირებისთვის განახლებული რეკომენდაციები შემდეგი სახისაა:
  • კვების ობიექტებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით უნდა მოახდინონ.
  • ადგილზე მიტანის სერვისის გამოყენებისას წარმომადგენელი შეკვეთას შენობის გარეთ, დისტანციის დაცვის ნორმებით უნდა დაელოდოს, ხოლო თუ მომხმარებელი თავად ელოდება შეკვეთას, მოცდის პროცესში დახურულ სივრცეში მას უნდა ეკეთოს პირბადე.
  • სტუმრებისთვის ადგილები წინასწარ იატაკის სანიშნებით უნდა იყოს განსაზღვრული;
  • დასაქმებულმა დასაქმებულების ყოველდღიური თერმოსკრინინგი უნდა მოახდინოს და შესაბამის ჟურნალში აღრიცხოს, ხოლო 20-ზე მეტი დასაქმებულის შემთხვევაში აუცილებელია როგორც დასაქმებულების, ასევე მომხმარებლების თერმოსკრინინგი ვიდეოსკრინინგის ან ტემპერატურის დისტანციური მზომის გამოყენებით; ამასთან, უნდა გაკონტროლდეს ერთ სივრცეში მყოფი დასაქმებულთა და მომხმარებელთა რაოდენობა;
  • სალაროსთან დამონტაჟებული უნდა იყოს დამცავი გამჭირვალე ბარიერი, სამუშაო ადგილზე კი უნდა განთავსდეს 70%-ის ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო ხსნარი;
  • უპირატესობა უნდა მიექცეს უნაღდო ანგარიშსწორებას.
  • მნიშვნელოვანია, რომ ღის სივრცეში, ანუ ტერასა/ვერანდაზე დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი წესების დაცვით უნდა მოხდეს:
  • მაგიდებს შორის მანძლი უნდა იყოს 2 მეტრი, ხოლო სკამების საზურგეებს შორის - 1 მეტრი; მაგიდებს შორის 2 მეტრიანია დისტანციის არ არსებობის შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იყოს დამცავი ბარიერი;
  • 1 მაგიდასთან არ უნდა იჯდეს 12 ადამიანზე მეტი, გამონაკლისის სახით 12 წლამდე მოზარდის იმავე მაგიდასთან განთავსება შეიძლება;
  • გამასპინძლება ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდით უნდა მოხდეს, ხოლო სასმელების შეკვეთისას, სასმელის მიტანა ინდივიდუალურად მაგიდასთან მიტანით უნდა მოხდეს.

მნიშვნელოვნად განსხვავდება რესტორნების დახურული სივრცეების მოქმედების წესები:

  • დახურულ სივრცეში ყოველ 4მ2-ზე დაიშვება მხოლოდ 1 მომხმარებელი, თუმცა მათი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60-ს;
  • მაგიდებს შორის დისტანცია ამ შემთხვევაშიაც 2 მეტრია, მაგრამ 1 მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის დისტანცია 1 მეტრი უნდა იყოს; ასევე 1 მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს სკამის საზურგეებს შორის; თუ 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, მაშინ გამოყენებულ უნდა იყოს დამცავი ბარიერი.
  • მაგიდასთან მხოლოდ 6 ადამიანის განთავსებაა დაშვებული, გამონაკლისს აქაც 12 წლამდე მოზარდები წარმოადგენენ.
  • დახურული სივრცეები ბუნებრივი ვენტილაციით უნდა განიავდეს, ხოლო თუ ამის საშუალება არ არის, გამოყენებულ უნდა იყოს ხელოვნური ვენტილაცია, რაზეც საინჟინრო კონტროლი უნდა მოხდეს;
  • ხელოვნური ვენტილაციის შემთხვევაში კი ვენტილაცია არასამუშაო საათებშიც ჩართული უნდა იყოს. საყოფაცხოვრებო კონდიციონერის გამოყენებისას 2 საათში ერთხელ 15 წუთიანი ბუნებრივი განიავება უნდა მოხდეს;
  • ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდთან ერთად სტუმრები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ბეჭდური ერთჯერადი მენიუებით, ელექტრონულის შემთხვევაში კი მენიუს დაფასთან უნდა იდგას სადეზინფექციო საშუალებები.
  • კვების ობიექტების შიდა სივრცეებში სასმელის მიტანა მაგიდასთან ინდივიდუალურად უნდა მოხდეს;

ამასთან, რეკომენდაციებში დაწვრილებითაა გაწერილი ჭურჭლისა და სხვა საჭირო საშუალებები რეცხვის, ასევე სამუშაო სივრცის დასუფთავებისა და დეზინფექციის წესები და დამსაქმებელ-დასაქმებულის ვალდებულებები.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
თუ ეს ერთი თვე მკაცრად არ დავიცავთ წესებს, ზაფხულისთვის სიტუაცია ძალიან მძიმე იქნება - პაატა იმნაძე
"მათ მოსაზრებებსა და რჩევებს გავითვალისწინებთ შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას" - ირაკლი კობახიძის ვიზიტი აშშ-ში დასრულდა
ბევრი დეტალია, რომელზე მუშაობაც კვლავ საჭიროა, ევროკავშირი მზადაა დასახმარებლად - ვიოლა ფონ კრამონი ოცნების გადაწყვეტილებაზე
კრემლის პასუხი სანქციებზე - რუსეთი 10 ამერიკელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
11 მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისში მამაკაცი მე-19 სართულიდან გადმოვარდა
ქობულეთში ძმამ ძმა სახლის გამო მოკლა
"ილაპარაკე ძალადობაზე - მოქმედების დროა!" - 17 აპრილს რუსთაველის თეატრის წინ აქცია დაიგეგმა
19 აპრილიდან 30 ივნისამდე, ცოტნე დადიანის ქუჩის კუთხიდან, ლიკანის ქუჩის კვეთამდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე და ექიმთა ჯგუფი ხვალ სოფელ სამთაწყაროში საქველმოქმედო აქციას გამართავენ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დენიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს
უმრავლესობა მხარს დაუჭერს ივნისის მოვლენების ამნისტიის დოკუმენტს - თალაკვაძე
სარალიძის მკვლელობის საქმე: მოპოვებულია ახალი მტკიცებულებები და ჩვენება - პროკურორი
რა პუნქტებისგან შედგება დოკუმენტი, რომელსაც "ქართული ოცნება" ხელს აწერს
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42