როგორც კი მიშელი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია
პოლიტიკა - 17:56, 02 Mar, 2021     641

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი როგორც კი ის წასული დაიგულა, რიტორიკა ისევ შეცვალა. მისი თქმით, პრემიერის დღევანდელი განცხადებები შემაშფოთებელი იყო, რამაც, შესაძლოა, სიტუაცია ცუდად შემოატრიალოს:

„გუშინ ამას ვუწოდე, ევროპული ჟანგბადი ქართულ, დახურულ პოლიტიკაში. იმედი მაქვს, რომ მმართველი პარტია ამ სარკმელს ისევ არ ამოკეტავს. პრემიერის დღევანდელი რიტორიკა ცოტა შემაშფოთებელი იყო. ჯერ კიდევ სტუმარი გაცილებული არ იყო, როგორც კი წასული დაიგულა რჩეული რიტორიკა მიაყოლა. ძალიან ცუდად შეიძლება შემოტრიალდეს, ამიტომ მომიზეზება იმისა, რომ აქტივისტები რატომ მართავენ სხვადასხვა საპროტესტო აქციებს, ეს არგუმენტად არ გამოდგება!

გუშინდელი ფორმატი და დიალოგის გახსნა, რაც ძალიან დიდი დამსახურებაა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უნდა გაგრძელდეს ზუსტად იმ წესრიგით, რაც გუშინ ჩამოთვლილი იყო. ამ ორ კვირაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ვიდრე ასოცირების კომიტეტის სხდომა არ ჩატარდება, კონკრეტული შედეგი უნდა დაიდოს. როდესაც ხელისუფლება ხარ, კომპრომისული ნაბიჯი უნდა გადადგა. ხომ გვინდა, რომ ეს პოლიტიკური დაძაბულობა აღარ იყოს, ქვეყანაში დამშვიდდეს?! მე მგონია, რომ პლებისციტის იდეა ახლა საერთოდ უადგილოა, ახლა საუბარია, რომ შეთანხმება ახალი არჩევნების თარიღზე მოხდეს, განისაზღვროს საარჩევნო ცვლილებების ძირითადი საკითხები", - განცხადა ბესელიამ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
თუ ეს ერთი თვე მკაცრად არ დავიცავთ წესებს, ზაფხულისთვის სიტუაცია ძალიან მძიმე იქნება - პაატა იმნაძე
"მათ მოსაზრებებსა და რჩევებს გავითვალისწინებთ შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას" - ირაკლი კობახიძის ვიზიტი აშშ-ში დასრულდა
ბევრი დეტალია, რომელზე მუშაობაც კვლავ საჭიროა, ევროკავშირი მზადაა დასახმარებლად - ვიოლა ფონ კრამონი ოცნების გადაწყვეტილებაზე
კრემლის პასუხი სანქციებზე - რუსეთი 10 ამერიკელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
11 მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისში მამაკაცი მე-19 სართულიდან გადმოვარდა
ქობულეთში ძმამ ძმა სახლის გამო მოკლა
"ილაპარაკე ძალადობაზე - მოქმედების დროა!" - 17 აპრილს რუსთაველის თეატრის წინ აქცია დაიგეგმა
19 აპრილიდან 30 ივნისამდე, ცოტნე დადიანის ქუჩის კუთხიდან, ლიკანის ქუჩის კვეთამდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე და ექიმთა ჯგუფი ხვალ სოფელ სამთაწყაროში საქველმოქმედო აქციას გამართავენ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დენიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს
უმრავლესობა მხარს დაუჭერს ივნისის მოვლენების ამნისტიის დოკუმენტს - თალაკვაძე
სარალიძის მკვლელობის საქმე: მოპოვებულია ახალი მტკიცებულებები და ჩვენება - პროკურორი
რა პუნქტებისგან შედგება დოკუმენტი, რომელსაც "ქართული ოცნება" ხელს აწერს
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42