აგროჟურნალისტიკისა და აგროგანათლების საერთაშორისო კონფერენცია
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:03, 10 Apr, 2021     1718

13 აპრილს ჟურნალისტიკის რესურსცენტრი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაცია „მერსი ქორპსი“-ს მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ აგროჟურნალისტიკისა და აგროგანათლების საერთაშორისო კონფერენციას. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კონფერენცია ონლაინრეჟიმში წარიმართება.

აღნიშნული საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია მიზნად ისახავს კავკასიის რეგიონში აგროკომუნიკაციების განვითარების წახალისებას, აგროჟურნალისტიკის სწავლებაში თანამედროვე მეთოდების დამკვიდრებას, საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების უმაღლეს სკოლებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს ხელშეწყობას.

მასშტაბური სამეცნიერო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ როგორც საქართველოს, ისე სამეზობლო აგროგილდიის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან. დაგეგმილია მიღებული მოხსენებების გამოქვეყნება და საჯარო გავრცელება, რათა დაინტერესებული საზოგადოებისთვის მასალები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

როგორც ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა და აგროკონფერენციის სამეცნიერო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, პროფ. ნათია კუპრაშვილმა აღნიშნა, კონფერენცია არა მარტო აგროკომუნიკაციების გაძლიერებას, არამედ დარგში ცოდნისა და მეთოდოლოგიის თავმოყრას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ჩვენს რეგიონში იქმნება საინტერესო პრაქტიკა და მეთოდური მიდგომები აგროკომუნიკაციის გასაძლიერებლად.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ჭალაგანიძე, რომელიც ასევე აგროკონფერენციის სამეცნიერო საბჭოს წევრი და თანაორგანიზატორია, ფორუმის აქტუალურობაზე საუბრობს:

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული აგროჟურნალისტიკის დარგის განვითარებაში. ამ მიმართულებით უნივერსიტეტის ბაზაზე არაერთი ვორქშოპი ჩატარდა. ,,სამეზობლო აგროგილდიას“, რომელიც მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, სომხეთის, უკრაინის, ბელორუსიის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა სექტორის აქტორთა გაერთიანებას ისახავს მიზნად, სწორედ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოეწერა ხელი, რის შემდეგაც კსუ-ში დაიბეჭდა პირველი სახელმძღვანელო აგროჟურნალისტიკის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ის გასცდა საქართველოს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს და სპრინგფილდის ბიბლიოთეკის დაინტერესებაც გამოიწვია. მოხარული ვარ, რომ კვლავ გვხვდა წილად პატივი, ვიმუშაოთ აგროკომუნიკაციისა და აგროჟურნალისტიკის საერთაშორისოდ აღიარებულ სპეციალისტებთან ავსტრიიდან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან. დარწმუნებული ვარ, რომ წარმოდგენილი კვლევები, რომელთა კრებულად გამოცემას ვგეგმავთ, სასარგებლო იქნება დარგის შემდგომი განვითარებისთვის“, - აღნიშნა ნინო ჭალაგანიძემ.

საკითხის აქტუალურობასა და კონფერენციის მნიშვნელობას ადასტურებს წარმომადგენლობითი საორგანიზაციო და სამეცნიერო კომიტეტის, ასევე პარტნიორი ადგილობრივი და უცხოური ორგანიზაციების ჩართულობაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42