ბესო ზანგური: "ღმერთს ვფიცავარ, იმ დღეს ნინუცამ დილით კოცნით გამაცილა სახლიდან...“
საზოგადოება - 16:40, 16 Apr, 2021     1407

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, რომელიც „დილა მშვიდობისა საქართველოს“ წამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, ბრალდებებს inforustavi.ge-სთან საუბრობს.

ადასტურებთ თუ არა ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს?

– არა და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ჩემი გენეტიკით, აღზრდით, ცხოვრებით, ვარ მუდამ ძალადობის წინააღმდეგი. ვგმობ ყველანირ ძალადობას, თუნდაც იმ ბულინგს, რაც ჩემ წინააღმდეგ ხდება. ხალხს არ აქვს მოსმენილი ჩემი მხარე. მე მყავს მეუღლე უსაყვარლესი და შვილები. ამ შვილებში 2 გოგონაა და მე ვიქნები მუდამ პირველი, ვინც დაგმობს ძალადობას. ნოდარიკო ზანგურს არ ჰყავს არც მოძალადე მამა და არც მატყუარა დედიკო, მას ორივე ღირსეული მშობელი ჰყავს. სულ ესაა.

– რა მოხდა იმ კონკრეტულ ღამეს, რომელსაც იხსენებდა ნინუცა, რატომ წავიდა ის სახლიდან?

– დღემდე არ ვიცი, რატომ წავიდა. ალბათ, იმიტომ, რომ მუდამ ტყუილის ქვეშ მაცხოვრებდა… მე რეპეტიციაზე წავედი, ის სახლიდან.

– მეუღლეზე ეჭვიანობდით?

– არ ვარ ეჭვიანი კაცი, ზომიერად კი, მაგრამ ჩემი ოჯახი არაა ცემა-ტყეპის მომხრე.

– რა

გახდა იმ ღამით კამათის მიზეზი?

– არა, არ გვიკამათია. გიხსნით, მეგონა სახლში და ყოფილა ბათუმში. დავიძინე, გავიღვიძე და წავედი რეპეტიციაზე, რომ მოვალ, ვილაპარაკოთ-მეთქი, მოვედი და აღარ დამხვდა. მან იცოდა, რომ მე ტყუილს არ ვაპატიებდი და დამასწრო წასვლა, ვიდრე მე წავიდოდი.

– ანუ ამბობთ, რომ იმ ღამით, როცა დაბრუნდით გასტროლიდან, დაიძინეთ და დილით, როცა გაიღვიძეთ, წასული დაგხვდათ?

– არა, დილით კოცნით გამაცილა სახლიდან, ღმერთს ვფიცავარ…“






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42