14 წლის ბიჭმა დედა და ბებია დაანაწევრა და 10 დღე სარდაფში ინახავდა, დას კი დუმილს აიძულებდა - სასტიკი მკვლელობა
ეს საინტერესოა - 17:59, 17 Apr, 2021     3324

რუსეთში მორიგი შემზარავი შემთხვევა მოხდა რუსეთში. ტვერის ოლქში, 14 წლის მოზარდმა გამზრდელი ბებია და დედა მოკლა, რომლებიც მას 2 წლის ასაკიდან ზრდიდნენ. ბიჭმა ისინი დაანაწევრა და 10 დღის განმავლობაში სარდაფში მალავდა.

გამოძიების თანახმად, 6 მაისს, მოზარდმა 81 წლის ქალს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თავში. შემდეგ კისრისა და მკერდის არეში. ქალი, მიღებული ჭრილობებისგან ადგლზე გარდაცვალა. ბიჭმა ის სარდაფში წაათრია. როდესაც სახლში დედა დაბრუნდა, მოზარდი მასაც დაესხა თავს და კისრის, მუცლისა და მკერდის არეში დაჭრა. მისი მკვლელობის შემდეგ, ისიც სახლის სარდაფში ჩაიყვანა.

სასტიკი დანაშაულის მიზეზზე მეზობლები ვერ საუბრობენ. როგორც აღმოჩნდა 54 წლის ქალი და მისი 81 წლის დედა 2 ბავშვს ერთად ზრდიდნენ, მას შემდეგ, რაც ბავშვების გამზრდელმა მამა და დედა ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილს შვილები არ უჩნდებოდათ და ამიტომაც, 12 წლის წინ ბავშვთა სახლიდან ორი ბავშვი გოგო და ბიჭი იშვილეს. განქორწინების შემდეგ ბავშვები დედასთან და ბებიასთან დარჩნენ. ოჯახს მატერიალურად არ უჭირდა. მეზობლების თქმით, ისინი კონტაქტურობით არ გამოირჩეოდნენ. კლასელებთან კარგი ურთიერთობა ჰქონად გოგონას, ბიჭი კი არავის ეკონტაქტებოდა.

გამოძიების თანახმად, გოგონამ ქალის კივილი გაიგონა და როდესაც ოთახში შევიდა, მკვდარი დედა დაინახა. როგორც გოგონა გამოძიებას უყვება, ძმამ აიძულა გაჩუმებულიყო, რადგან თუკი ხმას ამოიღებდა, დედისა და ბებიის ბედს გაიზიარებდა. მისი თქმით, ბოლო დროს, ბიჭი ყველაფერზე ჩხუბობდა და მასზე კონტროლი სრულიად დაკარგეს. ისინი 10 დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ სახლში, სარდაფში კი მოკლული დედა და ბებიის ცხედრები ჰქონდათ შენახული.

ტრაგედიის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როცა მათი გამზრდელი მამა სახლში მივიდა, რადგან მისი ყოფილი ცოლი ტელეფონზე არ პასუხობდა და გადაწყვიტა გაერკვია, რამე ხომ არ უჭირდა. მამის თქმით, როდესაც შვილებს ჰკითხა სად იყვნენ დედა და ბებია, ბიჭმა მაშინვე უპასუხა, რომ ისინი დახოცა, რის შემდეგაც მამა პოლიციაში დარეკა. პოლიციამ და-ძმა დააკავა, მოგვიანებით გოგონა გაათავისუფლა, ბიჭი კი განაჩენის მოლოდინშია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42