"ვაშინგტონში ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორი გადმოცემა გულდასაწყვეტია" - სახდეპის ევროპისა და ევრაზიის ბიურო
პოლიტიკა - 13:00, 17 Apr, 2021     1557
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო „ტვიტერში“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს. აქვე საუბარია შეხვედრის ფარგლებში გამრთული საუბრების არასწორ ინტერპრეტირებაზე, რის გამოც სახდეპის ევროპისა და ევრაზიის ბიურო უკმაყოფილებას გამოხატავს და ფაქტს გულდასაწყვეტს უწოდებს.

"ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა მიაღწიოს. ეს არის ქვეყნის წინსვლის ერთადერთი გზა. ვაშინგტონში ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორი დახასიათება გულდასაწყვეტია "- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, 12 აპრილს აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ის სენატორებს ჯიმ რიშს, ჯინ შაჰინს და ასევე, კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა. ეს ის ამერიკელი პოლიტიკოსები არიან, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით.

აშშ-იშ ვიზიტის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ ვიზიტის დეტალები ფეისბუქზე გამოაქვეყნა. მისი თქმით, პარტნიორებისგან მიიღო მინიშნებები, რომ ქართული ოცნებისგან, როგორც მმართველი პარტიისგან, არსებობს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი.

"ჩვენ გვესმის მინიშნება, რომ ქართული ოცნება არის მმართველი პარტია და სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, კომპრომისის მიმართულებით, რაც არაერთხელ დავადასტურეთ და მომავალშიც მზად ვართ, გამოვავლინოთ კონსტრუქციული მიდგომები.

ყველა დეტალზე ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათგან რჩევების მოსმენა, ეს რჩევები არის ძალიან საინტერესო და ბუნებრივია, დაგვეხმარება საბოლოო ჯამში იმაში, რომ ჩვენ სათანადოდ გადავჭრათ ის საკითხები, რომლებიც უკავშირდება პოლიტიკურ პროცესების სათანადოდ განვითარებას საქართველოში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

14 აპრილს კი ამერიკის ხმის მიერ გავრცელდა განცხადება, რომელის თანახმადაც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ იმედგაცრუებულია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეუთანხმებლობის გამო, რაზეც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობა, მათი თქმით, ხელისუფლებას აკისრია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42