ამნისტიის საკითხი მიუღებელია - რა პოზიცია აქვს მელიასა და რურუას ადვოკატებს მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 13:18, 19 Apr, 2021     1115

ნიკა მელიასა და გიორგი რურუას უფლებადამცველები თვლიან, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, სადაც პოლიტპატიმრების საკითხია მოცემული, რისკებს შეიცავს.

როგორც მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, ენმ-ს თავმჯდომარის პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით უცვლელია და ის ოცნებასთან საკუთარი თავისუფლების ვაჭრობას არ აპირებს:

"ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით ნიკას არაერთხელ აქვს დაფიქსირებული მისი ურყევი პოზიცია, რომ ეს არის მისთვის მიუღებელი. ვინაიდან ამით გამოდის, რომ 20 ივნისის ისტორიის გადაწერა უნდა მოხდეს, ერთ პლატფორმაზე უნდა იქნას განხილული ახალგაზრდა, პატრიოტული სულისკვეთებით გამოსული მოქალაქეები, რომლებსაც მიაყენეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები და ის სავარაუდო დამნაშავე მაღალი და საშუალო რგოლის თანამდებობის პირები ვინც შექმნა 20 ივნისი", - განაცხადა კონდახაშვილმა.

როგორც რურუას ავდოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი განმარტავს, სააპელაციოში შეტანილია საჩივარი, რომელიც 2 თვეში უნდა განხილულიყო, თუმცა უკვე 7 თვეზე მეტი გავიდა და არც ერთი სხდომა ჩატარებულა, რათა გადაწყდეს მისი პატიმრობაში ყოფნა-არ ყოფნის საკითხი:

"გვაქვს ორი ალტერნატივა, ერთი - პრეზიდენტის მიერ შეწყალება, ხოლო მეორე რაც აგრეთვე მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება. სააპელაციოში შეტანილი გვაქვს საჩივარი, უნდა განხილულიყო 2 თვეში, გასულია 7 თვეზე მეტი და ერთი სხდომაც არაა ჩატარებული. სააპელაციოს შეუძლია დანიშნოს სხდომა და დაასრულოს გიორგი რურუას პოლიტიკური პატიმრობა", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

რაც შეეხება ამნისტიას, სალომე ზურაბიშვილი არ პასუხობს კითხვებს, აქედან გამომდინარე, უცნობია, ხელს მოაწერს თუ არა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42