გამოჯანმრთელების მაჩვენებელმა მოიკლო - კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი აპრილის ბოლოდან მაისის პირველ ორ კვირაში იქნება
COVID-19 - 15:56, 21 Apr, 2021     1256

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, იკლო გამოჯანმრთელების მაჩვენებელმა, მესამე ტალღის პიკი კი აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში იქნება:

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუარესებულია და ალბათ, მოსალოდნელია კიდევ უფრო ზრდა. ჰელსმეტრიკის მონაცემებით ჩვენ პიკში უნდა შევიდეთ აპრილის ბოლოს - მაისის პირველ ორ კვირაში. გაინტენსივებულია ტესტირება. გუშინ გვქონდა 30241 ტესტი და 1310 ახალი შემთხვევა არის აქედან. გამოჯანმრთელების პროცენტი ოდნავ ქვემოთ მოდის, 94%-ია. იცით, რომ ასული ვიყავით 97%-ზე. სიკვდილიანობის პროცენტი ისევ 1,3-ის ფარგლებშია.

ვფიქრობ, ისეთი დრამატული, როგორც ნოემბერ-დეკემბერი გვქონდა, არ უნდა იყოს ეს პიკი ბევრი ფაქტორის გამო. ერთი - მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უკვე გადატანილი აქვს ინფექცია და ასეთი არის დაახლოებით, 600 ათასიდან 650 ათას ადამიანამდე ქვეყანაში. ოფიციალურად ჩვენ დღეს დადასტურებული გვყავს 299 ათასამდე ადამიანი, თუმცა, ვანგარიშობთ ორჯერ მეტს, რომ მათ უსიმპტომოდ ან ძალიან მცირეოდენი სიმპტომებით აქვთ გადატანილი დაავადება. თუმცა, ეს არ არის საკმარისი საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის. ამავე დროს, მოქალაქეთა მცირე რაოდენობაც აიცრა. მესამე ფაქტორი კი არის ის, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით აღმავალ ტალღაზე, ცივ პერიოდში, რესპირაციული ვირუსებისთვის კომფორტულ პერიოდში, ახლა კი ჩვენ შევდივართ თბილ პერიოდში. დამტკიცებულია, რომ მზის სხივის პირდაპირი მოქმედება კორონავირუსზე მოქმედებს დამთრგუნველად და ველოდებით, რომ ეს შეიძლება იყოს უფრო რბილი და არა ისეთი დამანგრეველი“, - განაცხადა გამყრელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42